"შენ დედასაც შე***ი", - გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს აგინა

image
  • 2 331
გორში მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ “ქართული ოცნებიდან”, დავით რაზმაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დავით რაზმაძე აქციის მონაწილეებთან გავიდა და თბილისიდან ჩასულ მომიტინგეებს პოლიტიკურად მართული უწოდა.

“ვინ არის პოლიტიკურად მართული, შენ მართლა პოლიტიკურო მონავ! დაგკლავ ღორივით”, – მიმართა სარალიძემ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს და შეაგინა, რასაც დავით რაზმაძის მხრიდან საპასუხო გინება მოჰყვა.
loading...
გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სოფელ ხელთუბნის მკვიდრის, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გორში ჩავიდნენ ზაზა სარალიძე, პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე.

loading...