გახდა თუ არა სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი? - ამირან გამყრელიძის განმარტება

image
  • 711
loading...
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.

"ტყუილია, ვინ გითხრათ ეს? დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვის ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 სექტემბრიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.
loading...