დავით კირკიტაძე დააკავეს (ვიდეო)

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 1 000
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე კახეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. დღეს დილით, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მისულები, კირკიტაძემ მაშინ თქვა, რომ ის თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას.

თუმცა მოგვიანებით, დავით კირკიტაძემ სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გვიან ღამით, 7 დაშავებული პოლიციელი გურჯაანის საავადმყოფოშ მოინახულა და კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება და ყველა აგებს პასუხს.
დავით კირკიტაძე 2001 წელს "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი იყო; 2003-2004 წლებში თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის ასევე იკავებდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ასევე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი.

ის საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია.