დაუფარავს თუ არა სახელმწიფო წელსაც მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს - რა პასუხი აქვთ სამთავრობო უწყებებს

image
  • 1 146
loading...
 
ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად გათბობის ჩართვის საჭიროებაც დადგა და ადამიანებმა დენისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების თემა მოიკითხეს.  

წინა წელს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს ნომებრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალური გადასახადები დაუფარა. უფრო კონკრეტულად კი მათ, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, შესაბამის გადასახადს მთავრობა უფინანსებდა.

მოგვმართა რამდენიმე მკითხველმა და გვთხოვა, გადაგვემოწმებინა, წელსაც ხომ არ იგეგმება მსგავსი შეღავათების დაწესება. ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზსა და მთავრობის ადმინისტრაციას მივმართეთ.

"შეღავათები წინა წელს პანდემიიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. წელს კი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, შესაბამისად, ინფორმაცია არ გვაქვს"- გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.
მთავრობის ადმინისტრაციაშიც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება.
loading...