„გოგოს ელოდებიან. გადამკვდარი მამა იყო მიშო, ისე უყვარდა ცოლ-შვილი“ - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა

image
  • 106
loading...
 
9 ოქტომბერს, გორში ქორწილში დიდი ტრაგედია დაიტრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც საქორწილო კოლონას მიჰყვებოდა, გზიდან გადავარდა. მანქანაში მჯდომი ოთხი ადამიანიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საოპერაციო მაგიდაზე – ის გორში ცნობილი ფოტოგრაფი, 30 წლის მიშო ვანიშვილი გახლდათ, რომელიც 22 ოქტომბერს მამა მეორედ გახდებოდა – მის მეუღლეს ამ დღეს საკეისრო კვეთა აქვს დანიშნული. წყვილს უფროსი ვაჟი ჰყავს და ამჯერად გოგონას ელოდებიან…

„გოგოს ელოდებიან. გადამკვდარი მამა იყო მიშო, ისე უყვარდა ცოლ-შვილი… ეგეთი მამაშვილური დამოკიდებულება, შვილთან რომ ჰქონდა, ალბათ, ძალიან იშვიათია. ძალიან საყვარელი პიროვნება იყო. ბავშვს ძალიან უყვარდა მამამისი… თაკოს ყველანი გვერდში ვუდგავართ და მხნედაა. არ გვეგონა, თუ ასე გაუძლებდა ამ ტრაგედიას, ბავშვის გამო იკავებს თავს. ცუდად არის, მაგრამ ძლიერად დგას შვილების გამო…“ - განუცხადა ჟურნალ „სარკეს“ ფოტოგრაფის მეგობარმა გურიკა მამულაშვილმა.
loading...
მსგავსი სიალხებეი