ის ყველაზე უფრო გადამდები ვირუსი აღმოჩნდა - საქართველოში გავრცელებული ვირუსი ღორის გრიპია

image
  • 4 903
იმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა H1N1 - ე.წ. ღო­რის გრი­პია - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.
მი­სი­ვე თქმით, გრი­პის ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა უკვე გაზ­რდი­ლია და ავა­დო­ბა 100 000 ადა­მი­ან­ზე 185-ს შე­ად­გენს.
"თა­ვის დრო­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ­დით. ახლა კი ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ია, რომ ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ, ვირუ­სის მქო­ნე პი­რე­ბი დარ­ჩნენ სახ­ლში, არ წა­ვიდ­ნენ სამ­სა­ხურ­სა და სკო­ლა­ში, რად­გან ვირუ­სებს მსუ­ბუ­ქი ფორ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.
ვირუ­სი რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მოზ­რდი­ლებ­ში და ყვე­ლა ასა­კის პი­რებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.
შეგახსენებთ, რომ ღორის გრიპის ეპიდემია საქართველოში 2009 წელს დაფიქსირდა და რამდენიმე ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა.
რა უნდა იცოდეთ H1N1-ის შესახებ?
წარმოგიდგენთ ვიკიპედიაში მოყვანილი ცნობებს:
H1N1 ყველაზე უფრო გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან,
ცხვირთან ან პირთან.
H1N1 არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც შემწვარია ან მოხარშული. ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე. როგორც კვლევებით დადგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი H1N1 გრიპის ვირუსი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.
ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
პროფილაქტიკა
  • ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
  • ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
  • მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
  • მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.