ცხოვრებაში პირველად ნაყიდი ერთადერთი ლატარიის ბილეთით სოფიო ჩათიანმა ,,ხელფასი’’ მოიგო

image
  • 81
loading...
  
ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში სოფიო ჩათიანის საოცრად იღბლიანი ამბის შესახებ  უკვე ყველამ იცის,  მან ცხოვრებაში პირველად შეძენილი ლატარიის ერთადერთი ბილეთით მაქსიმალური პრიზი - ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარიანი ხელფასი მოიგო.

გადასფხეკი ლატარია ,,ხელფასი’’ სოფიომ ზესტაფონში მდებარე ფოსტის ჯიხურში შეიძინა. ,,ოჯახთან ერთად ზესტაფონში ვიყავი საყიდლებზე ჩასული, ჯიხურს რომ ჩავუარე გავჩერდი, თითქოს რაღაცამ მიკარნახა, რომ ლატარია მეყიდა. ,,ხელფასი’’ რომ ავიღე, შვილმა მითხრა, რაღა მაინც და მაინც ეს ლატარია იყიდე, ეგებ სხვა შეგეძინაო, გამყიდველს ბილეთის უკან დაბრუნება ვთხოვე, მაგრამ ჩეკი უკვე ამორტყმული ჰქონდა და ბილეთი უკან აღარ დაიბრუნა, რა გაეწყობოდა, იქვე გადავფხიკე და ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვიგე, სასწაულები მართლაც რომ ხდება’’ - გვიყვება სოფიო ჩათიანი.

სოფიო 40 წლის დიასახლისი და ორი შვილის დედაა, მოგებულ ხელფასს ოჯახს მოახმარს და და შესაძლოა მცირე ფერმაც კი გააკეთოს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს სოფიო ჩათიანს მოგებას და წარმატებას უსურვებს.

იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.
loading...
მსგავსი სიალხებეი