14 წლის გოგონა, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ თბილისში იპოვეს

image
  • 2 979
ზუგდიდელი 14 წლის გოგო, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს. დედის ინფორმაციით, ის უკვე ზუგდიდისკენ მოემართება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"არ ვიცი არაფერი მარტო ის ვიცი, რომ კარგად არის და ცოცხალია. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - თქვა დედამ.
loading...
მშობლები 14 წლის გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.

როგორც ბავშვების დედა აცხადებს, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ აღმოჩნდა, რომ მოზარდი მამასთან იყო.

loading...