ვინ არის, რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ბაქარის ახალი სიყვარული რეალურ ცხოვრებაში და როგორ აღმოჩნდა ის ჩცდ-ში

image
  • 632
loading...
 
"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­ნაგ­რძობს სე­რი­ალ­ში ახალ-ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­მოყ­ვა­ნას. ამ სე­ზონ­ზე ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის გმირს ახა­ლი პატრნი­ო­რი ჰყავს – გო­გო­ნა მი­სი­ვე სოფ­ლი­დან, რო­მე­ლიც მოს­წონს… ის ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნანცო ცხვირაშვილია:

– ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ზარი მქონ­და – ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა. ამ რო­ლის­თვის მსა­ხი­ობ გო­გოს ეძებ­დნენ. თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძემ გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია და დიდი მად­ლო­ბა მას ასე­თი ნდო­ბის­თვის. შემ­დეგ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სცე­ნა­რი გად­მო­მიგ­ზავ­ნეს, ჩავ­წე­რე სინ­ჯი და გა­ვაგ­ზავ­ნე. მთე­ლი ეს ის­ტო­რია ჩემ­თვის იღ­ბლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რომ დას­რულ­და, უკვე თქვენ და ჩცდ-ს მა­ყუ­რე­ბელ­მაც იცის.

– თქვე­ნი თა­მა­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლია – ბევ­რს მო­ე­წო­ნა… თა­ვად რას იტყვით პერ­სო­ნაჟ­ზე?

– მი­ხა­რია, თუ ეს ასეა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს მა­ინც მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს… ჩემს პერ­სო­ნაჟს რაც შე­ე­ხე­ბა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი გოგო მგო­ნია, ვნა­ხოთ, რა გზით გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ამ­ბა­ვი. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­დის რჩე­ვებს იზი­ა­რებს და თვი­თო­ნაც საკ­მა­ოდ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, მო­ზო­მი­ლი, თან, მე­ოც­ნე­ბე, ვი­თომ ცოტა გუ­ლუბ­რყვი­ლოც. ამ ეტაპ­ზე პა­ტა­რა სივ­რცე­შია და ამი­ტომ რთუ­ლია, მთლი­ა­ნად მისი ხა­სი­ა­თი გა­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა.


– სა­ნამ ამ სე­რი­ალ­ში მოხ­ვდე­ბო­დით, უყუ­რებ­დით თუ არა მას და გქო­ნი­ათ თუ არა სურ­ვი­ლი მას­ში თქვენც გე­თა­მა­შათ? აქვე რას იტყვით პარტნი­ო­რებ­ზე და გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ მომ­წონ­დეს და მო­ხიბ­ლუ­ლი არ ვიყო. ძა­ლი­ან მომ­წონს და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ყვე­ლა სე­ზონს ვუ­ყუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ო­რებს და გა­დამ­ღებ ჯგუფს, ყვე­ლას უდი­დეს მად­ლო­ბას ვე­ტყვი. რად­გან რთუ­ლია, უცხო გა­რე­მო­ში დე­ბი­უ­ტი (არ მქონ­და კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა). მე­ში­ნო­და წარ­მოდ­გე­ნის – რო­გორ დამ­ხვდე­ბოდ­ნენ. რო­გო­რია ამ­დენ გა­მოც­დილ ადა­მი­ან­თან ერთი ამო­სუნ­თქვით შეხ­ვი­დე და ითა­მა­შო, ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი და­ა­მახ­სოვ­რო მა­ყუ­რე­ბელს, გა­ა­მარ­თლო. მაგ­რამ ისე მი­მი­ღეს, ისე­თი ატ­მოს­ფე­რო იყო, უცხოდ და გა­მო­უც­დე­ლად არ მიგ­რძვნია თავი. ესეც კარგ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­აქვს ალ­ბათ. მეც რომ არ ვთქვა, ფაქ­ტია, სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია და სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის გა­რე­შე ვერ გა­მო­ვი­დო­და, თან ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ასე­თი რე­ი­ტინ­გით.

– თქვე­ნი გმი­რი საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი პერ­სო­ნის ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის რჩე­უ­ლი გო­გო­ნაა… მოგ­წონთ ბა­ქა­რის პერ­სო­ნა­ჟი?

– ცალ­სა­ხად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეა, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი. ად­ვი­ლად ვერ ახ­სნი, რო­გო­რია და თუ ეპი­თე­ტია სა­ჭი­რო, ალ­ბათ უფრო პა­ტივ­მოყ­ვა­რე, კა­რი­ე­რის­ტი. მომ­წონს პარტნი­ო­რის რან­გში და არა ბა­ქა­რის ტიპი ცხოვ­რე­ბა­ში.

– ე.ი. ბუბა, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, კარ­გი პარტნი­ო­რია…

– პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლი­ე­რე­ბა ბუ­ბას. კარ­გი პარტნი­ო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ მა­ყუ­რე­ბელს ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც მო­ე­წო­ნა. მის­მა ბუ­ნებ­რი­ვო­ბამ გა­მა­თა­მა­მა.
loading...