შოკისმომგვრელი ამბავი - რამდენი წლის ბავშვები დააკავა პოლიციამ სანზონაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე და რამ გამოიწვია მოზარდებში კონფლიქტი

image
  • 1 088
loading...
 
პოლიციამ სანზონაში 15 წლის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები 16 და 17 წლის მოზარდები არიან.

ერთი პირი მკვლელობის, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე დააკავეს.

“ნიუპოსტს” მოზარდის ოჯახის ახლობელი უყვება, რომ დათოს არაოდეს, არანაირ გარჩევაშ მონაწილეობა არ მიუღია. ოჯახის ახლობელი ყვება იმასაც, რომ შელაპარაკება სავარაუდოდ გოგოს გამო დაიწყო:

“ჩემი მეზობელია, ძალიან წესიერი და წყნარი ბავშვი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი რაიმე გარჩევაში თუ იქნებოდა ჩართული, ახლაც ვერ მოვდივარ გონს, ისეთი ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი იყო, რაც გავიგე, მგონი გოგოს გამო მოხდა დაპირისპირება, სხვა არაფერი ვიცი, მაგრამ დაუჯერებელია ეს ფაქტი, მთელი სამეზობლო შოკში ვართ, ახლაც არ გვჯერა… დათო ერქვა, უწესიერესი ბიჭი იყო, ასეთი რამ როგორ უნდა დამართნოდა არ მესმის” – გვეუბნება მოკლული ბიჭის ოჯახის ახლობელი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას
loading...