რატომ არ მღერიან საახალწლო კონცერტზე ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე?

image
  • 1 774
ახალი წლის ღამეს დედაქალაქში გამართულ კონცერტში ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე მონაწილეობას არ მიიღებენ. კონცერტში მონაწილეთა სიაში მომღერლები არ არინ. თბილისის მერიაში განმარტავენ რომ მათ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა სოფო ნიჟარაძეს ისევე როგორც სხვა ქართველ მომღერლებს შესთავაზეს თუმცა მათ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მოტივით უარი განაცხადეს. თავად სოფო ნიჟარაძე "პრაიმტაიმის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
loading...
ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა კი "პარაიმტაიმს“უთხრა, რომ თბილისის მერიასთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

„დაგვირეკეს და ვერ მოვილაპარაკეთ პირობებზე. ჩვენ სხვა პირობები გვქონდა მათ სხვა. თან ვმუშაობთ ახალი წლის ღამეს. დროც ძაან ცოტა გვაქვს. ახალ წლის ღამეს „მხოლოდ ქართულში“ ვართ და შემდეგ ვმუშაობთ „რედისონში“ -განუცხადა "პრაიმტაიმს" კახა მამულაშვილმა

loading...