"თუ ადამიანს გადატანილი აქვს "ალფა", "ბეტა" თუ "დელტა“ ვარიანტი, 50%-იანი რისკი არსებობობს იმისა, რომ დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს შეხვდეს "ომიკრონი" - ბიძინა კულუმბეგოვი

image
  • 228
loading...
 
ყვე­ლა უნდა შე­ე­ცა­დოს და­ი­ჭი­როს წი­ნას­წარ თა­და­რი­გი - და­დე­ქით ოჯა­ხის ექი­მებ­თან აღ­რი­ცხვა­ზე, მო­ი­პო­ვეთ მათი სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, და­უ­კავ­შირ­დით ონ­ლა­ინ -კლი­ნი­კას,- ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ექ­სპერ­ტე­ბის და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ექიმ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აწყო­ბა.

"პირ­ვე­ლა­დი რგო­ლის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა უნდა შე­ე­ცა­დოს, რომ და­ი­ჭი­როს თა­და­რი­გი. და­დე­ქით თქვენს ოჯა­ხის ექი­მებ­თან აღ­რი­ცხვა­ზე, გა­ა­კე­თეთ პირ­ვე­ლა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია და მო­ი­პო­ვეთ მათი სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნე­ბი. თუნ­დაც, ონ­ლა­ინ კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­დით თა­ვი­დან­ვე, რათა მერე უფრო მარ­ტი­ვი იყოს თქვენ­თვის მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აწყო­ბა", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს 5-ჯერ აქვთ გაზ­რდი­ლი რის­კი, რომ ისევ და­ა­ვად­დნენ, რის­კის ქვეშ არი­ან ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლე­ბიც, ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლე­ბი კი ბუს­ტერ დო­ზით აც­რი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

"არის გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა ამ ტალ­ღას. გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს 5-ჯერ აქვთ გაზ­რდი­ლი რის­კი, რომ კვლავ გახ­დნენ ავად, ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, მა­ღა­ლი რის­კის წი­ნა­შე არი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუს­ტე­რუ­ლი დო­ზით აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და­ცუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი რი­ცხვი სამ­წუ­ხა­როდ 100 000 -ს არ აღე­მა­ტე­ბა. ძა­ლი­ან ვთხოვთ კი­დევ ერთხელ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვის­თა­ნაც გა­ვი­და სამი თვე და მეტი პე­რი­ო­დი ბოლო ვაქ­ცი­ნი­დან, და­ი­მა­ტეთ მე­სა­მე დოზა, ვაქ­ცი­ნა არის ვა­დი­ა­ნი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ამით გექ­ნე­ბათ 80%-ანი გა­რან­ტია იმის, რომ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა არ გან­გი­ვი­თარ­დე­ბათ“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი თქმით, "თუ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია გა­და­ტა­ნი­ლი აქვს "ალფა", "ბეტა" თუ "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტით, შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს 50% ჰქონ­დეს რის­კი იმი­სა, რომ შეხ­ვდეს "ომიკ­რო­ნი" - დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის 50/50-ზე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ჭი­როა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მზა­ო­ბა და სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

"დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ეძღვნე­ბო­და იმ რის­კებს, რო­მე­ლიც "ომიკ­რო­ნის" ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც. ეს არის გარ­და­უ­ვა­ლი მე­ექ­ვსე ტალ­ღა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ერთ რა­მე­ზე ვთან­ხმდე­ბით, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის, სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კე­ბი "ომიკ­რონ­თან" მი­მარ­თე­ბით მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად ით­ქვას, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ჩვენ შე­ვა­და­რებთ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, როცა 42 000 ადა­მი­ა­ნი გვყავს აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა, 4000- მდე ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში მო­თავ­სე­ბა ანუ 10%, "ომიკ­რონ­თან" მი­მარ­თე­ბით ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 5% და არა მეტი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ თუ დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში დაგ­როვ­დე­ბა 100 000 და მეტი პა­ცი­ენ­ტი, ეს 5% ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­ში გა­და­ი­თარ­გმნე­ბა. ამი­ტომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მზა­ო­ბა და ლო­გის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას ერთი მხრივ, სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბის და მე­ო­რე მხრივ, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით და პირ­ვე­ლა­დი რგო­ლი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.
loading...