მანანა იმედაძე: ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია

image
  • 1 295
კომპოზიტორი მანანა იმედაძე მისი რძლის სალომე ქემაშვილს გარდაცვალებასთან დაკავშრებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის კომენტარს სიცრუეს უწოდებს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!" - წერს მანანა იმედაძე.
loading...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე:

"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

22 წლის, სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

loading...