ბუშტულებიანი ცელოფანი - იცით, რისთვის შექმნეს ის თავდაპირველად?

image
  • 419
ვინ იფიქრებდა?

ამჟამად ბუშტულებიან ცელოფანს შესაფუთ მასალად იყენებენ ადვილად მსხვრევადი ნივთების ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივად ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევაში. რომელ ჩვენგანს არ გაუხეთქავს ეს ბუშტულები? მაგრამ, ალბათ, იშვიათად თუ ვინმემ იცის, რისთვის გამოიგონეს ის.

აღმოჩნდა, რომ თავიდან ეს გაბერილბუშტულებიანი ფირი ჩაფიქრებული იყო... როგორც შპალერი!
ჩვენთვის კარგად ცნობილი შესაფუთი მასალა ელ ფილდინგმა და მარკ ჩავანესმა 1957 წელს გამოიგონეს. მათი პროექტის მიხედვით, ბუშტულებიანი ცელოფანი უნდა გამოეყენებინათ, როგორც ორიგინალური და უნივერსალური რეცხვადი შპალერი.
loading...
მაგრამ გამოგონებამ მომხმარებელი ვერ დააინტერესა, ამიტომაც ის თაროზე შემოდეს. და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოუვიდა ელ ფილდინგს იდეა, თავისი გამოგონება ადვილად მსხვრევადი და ძვირფასი ნივთების გადასატანად გამოეყენებინა. გაბერილი ბუშტულები დარტყმის ძალას ამცირებს და ამის წყალობით ის იდეალურ შესაფუთ მასალად იქცევა!

„ჰერმეტულად დახურული ჰაერის“ (როგორც მას იმ დროს უწოდებდნენ) დამზადებისა და გაყიდვის კამპანია 1960 წელს დაიწყო. ძალიან მალე მას უკვე მსოფლიოს 500 წარმატებული კომპანია აწარმოებდა მთელ მსოფლიოში და უკვე დღეისთვის მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხები მილიარდებს აღწევს.

loading...