„ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, სიცოცხლე უყვარდა... შოკში ვართ“ - 4 წლის გარდაცვლილი გოგონას მინდობით აღმზრდელი განცხადებას ავრცელებს

image
  • 1 199
ოჯახი, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემა არ ჰქონია.
ისინი არ ეთანხმებიან ვერსიას, რომ გოგონა აგრესიული იყო და ხშირად ტიროდა.
“ჩემიდან რომ წავიდა ბავშვი, მე მეტი არაფერი არ ვიცი. სოციალურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და დედამ სცემა, ესე მითხრეს. ბავშვს არანაირი პრობლემა რ ჰქონდა, მინდა გითხრათ, იყო ჯანმრთელი, ნორმალურად მიდიოდა ზრდა-განვითარება. წყალში საათობით იჯდა ბავშვი და თამაშობდა. პირს, ხელებს თვითონ იბანდა ბავშვი. რომ შევიყვანდი თვითონ მიუშვერდა და ძალიან უხაროდა, თან თამაშით იბანდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვი ან გონებრივად იყო ჩამორჩენილი. ეს ჩვენი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედიაა, იმიტომ, რომ მე ბავშვი სამწლინახევრამდე გავზარდე,“ - ამბობს 4 წლის ნინოს აღმზრდელი.
loading...
დროებითი აღმზრდელებისთვის გოგონას გარდაცვალება შოკი იყო.

„ერთად ვჭამდით, ვასეირნებდი, დავდიოდით ერთად, ისე იცინოდა გულიანად, იმის იოლად ყურება არ შეიძლებოდა. გაოცებული ვარ, რატომ, როგორ, რა მოხდა, არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ველოდი ესეთ ამბავს. ძალიან გულიანი ბავშვი იყო, სიცოცხლე უყვარდა,“ - ამბობს ბავშვის აღმზრდელი მამა.

loading...