"ძალიან გულიანი ბავშვი იყო" - პირველი კომენტარი ოჯახიდან, რომელიც 4 წლის გოგონას მინდობით ზრდიდა (ვიდეო)

image
  • 683
loading...
თბილისში მდებარე ზიგზაგის ქუჩა მეორე დღეა მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 4 წლის გოგონას ცხედარს, რომელიც სავარაუდოდ ცემით მოკლეს, ღამით ექსპერტიზა ჩაუტარდა. ბავშვი ამ დრომდე პროზექტურაშია დასვენებული. დედა დაკავებულია, ბიოლოგიური მამა გასულ წელს გარდაიცვალა. ბავშვის ბებია და და-ძმა კი „კურიერის“ კამერას ემალებიან.

ნინო ზალინაშვილი 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო. ოჯახი, რომელიც ბავშვს წლების მანძილზე უვლიდა მომხდარით შოკირებულია. 4 წლის გოგონა ბიოლოგიურმა მშობლებმა აგვისტოში წაიყვანეს და სავარაუდოდ, მას შემდეგ ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა.

გოგონას მამინაცვალი კი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბავშვს ოჯახში ვინმე სცემდა. არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ დედის, ლელა ქსოვრელის სახელზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ არსებობდა.

დაკავებული ლელა ქსოვრელი, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლება იყენებს, ადვოკატთან აღნიშნავს, რომ ბავშვი არასოდეს უცემია და გავრცელებული ინფორმაციაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ახლობლებიც ამბობენ, რომ ბავშვს თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, რის გამოც აგრესიული იყო და ხშირად დაზიანებებსაც თავად იყენებდა.

მთელს სხეულზე არსებული სხვადასხვა დაზიანებებით ბავშვი საპატრულო პოლიციამ იაშვილის კლინიკაში 6 იანვარს მიიყვანა. სწორედ ამ დღეს აუკრძალეს დედას გოგონასთან კონტაქტი. დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვი სტაციონარში რამდენიმე დღე დატოვეს, შემდეგ კი მამინაცვალმა გაიყვანა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. გოგონას გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

loading...