თბილისში, “მარშუტკის” მძღოლმა სოცქსელში დაკარგული საფულის პატრონი იპოვნა-ადამიანური ისტორია “ჰეფიენდით”

image
  • 5 932
სოციალური ქსელი კიდევ ერთმა თბილისურმა ადამიანურმა ისტორიამ მოიცვა. გოგონამ სამარშრუტო ტაქსიში საფულე დაკარგა. მაშინ, როდესაც ნივთის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა, მძღოლმა სოციალურ ქსელში საფულის პატრონი იპოვნა და თანხა, თავის დოკუმენტებით, ხელუხლებლად დაუბრუნა.„გუშინ, ჩემმა თანამშრომელმა, 38 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში, საფულე დაკარგა – სოლიდური თანხითა და მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.
loading...
საკმაოდ ბევრი ინერვიულა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნივთს ვეღარ ვიპოვნიდით. თან, დაზუსტებით არ ვიცოდით, სად დაკარგა. ამავე „მარშუტკის“ მძღოლმა, საღამოს საათებში, მარიამი  სოციალურ ქსელში მოძებნა და დღეს სრულად მოუტანა ადგილზე ყველაფერი. როგორც გავიგეთ, ეს ახალგაზრდა კაცი  გოგა ჭაავა ყოფილა. საჩუქარზეც უარი თქვა. გავიგეთ, რომ დიდად არ ულხინს ეკონომიკურად. თუმცა, არ დამალა! არ ატირა ჩვენი გოგო, სხვისი არ მიისაკუთრა. ასეთი ბევრი რომ იყოს, ნამდვილად გადავრჩებით“, – წერს ვებმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

loading...

მსგავსი სიალხებეი