წვიმა, ნისლი და თოვლი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

image
  • 2 725
18 მარტის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 19 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 21 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 18-22 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ნისლი, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12-13 გრადუსამდე იქნება.

დედაქალაქში, დახლოებით 13 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ 20 გრადუსია ნავარაუდევი.

16 მარტიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.

16 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 12-16 გრადუსამდე.