"იყავი ფრთხილად -გამოვლინდა თაღლითობის შემთხვევევები" - საქართველოს ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

image
  • 743
"იყავი ფრთხილად, გამოვლინდა თაღლითობის შემთხვევევები."- ასეთი შინაარსის შეტყობინებები დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს გაეგზავნათ.

შეტყობინებაში ბანკი კლიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საეჭვო ბმულებზე მათი ინტერნეტ ბანკის მონაცემები არ შეიყვანონ.

"იყავი ყურადღებით! არავის გაუზიარო და საეჭვო ბმულებზე არსად შეიყვანო შენი საბანკო მონაცემები: ბარათის ნომერი, CVV კოდი, ინტერნეტ და მობილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ინტერნეტ ბანკში" -წერია საქართველოს ბანკის შეტყობინებაში.
loading...
როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში გავრცელდა საქართველოს ბანკის რამდენიმე ყალბი ანგარიში. ამ ანგარიშის შემქნელები კი ცდილობენ საქართველოს ბანკის მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ.

თუ ყალბ ანგარიშზე თქვენ საკუთარი მობილბანკის სახელს და პაროლს შეიყვანთ, თქვენი თანხა სხვის ხელში აღმოჩნდება.

" გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებიც ვრცელდება ამ ყალბი ანგარიშებით"-  წერს ">საქართველოს ბანკი.

ამ ეტაპზე უცნობია, თაღლითობის რა კონკრეტული შემთვევა დაფიქსირდა, არიან თუ არა ყალბი ანგარიშების გამო დაზარალებული მომხმარებლები და მოხდა თუ არა გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი უწყების მხრიდა.

"პრაიმტაიმი" მეტი დეტალისთვის საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. ბანკი თაღლითობის გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგვაწვდის.

loading...