გაფრთხილება: თუ მძღოლი უარს იტყვის, ნარკოტესტის ნიმუშს იძულებითი წესით აუღებენ!

image
  • 926
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა და  სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით სანქციები დააწესა, რომელიც 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

"აიპრესთან" შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი განმარტავს ახალ რეგულაციებს,  რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276- ე მუხლებს ეხება.
loading...
"საპატრულო პოლიცია ახორციელებს მძღოლის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის ნარკოტესტერით გადამოწმებას. თუ დადასტურდება, რომ მძღოლი იმყოფება ზემოქმედების ქვეშ, მას გადაიყვანენ საექსპერტო  კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც შესთავაზებენ გაიაროს დამატებით კიდევ ორი ექსპერტიზა. ერთი არის ლაბორატორიული – შარდის ან ნერწყვის ექსპერტიზა, მეორე ე.წ. კლინიკის ექსპეტიზა, ანუ ნერვული რეფლექსების, ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაში იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი უარს იტყვის  ექსპერტიზის გავლაზე, მაშინ მხოლოდ ნარკოტესტერიდან გამომდინარე დაეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ გაივლის ექსპერტიზას, ბუნებრივია  ექსპერტიზის პასუხებიც გათვალისწინებული იქნება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების დროს.

 თუ მძღოლმა უარი განაცხადა, მოხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და საექსერტო ბიუროში გადაყვანა. მას შესთავაზებენ დამატებით გაიაროს ნარკოტესტი, თუ უარს განაცხადებს, სისხლის სამართლის საქმე დაიწყება მის წინააღმდეგ და ნიმუშის იძულების წესით აღება მოხდება. დღესაც იგივე რეგულაცია მოქმედებს", - აცხადებს დოჭვირი.

loading...