"ჩაი და ყავა ჭუჭყიანი წყალია, რომელიც ორგანიზმს სიცოცხლის ენერგიას აცლის" - რჩევები პროფესორისგან რომელც კოსმონავტების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა?

image
  • 2 187
მედიცინაში საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებების პარალელურად, განსხვავებული, საკამათო ვერსიებიც არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი გარკვეული დაავადებების მიმართ ტრადიციულ მედიცინაზე უკეთეს შედეგებსაც აღწევს, თუმცა თავის მეთოდების ეფექტურობაში ვერ ახერხებს სამედიცინო საზოგადოების დარწმუნებას.  სამაგიეროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ დაავადებების მიმართ განსხვავებული მიდგომები უფრო ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, ამ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა ნამდვილად ღირს - მათი გაზიარება კი მხოლოდ თქვენს შეხედულებებზეა დამოკიდებული.
ივან პავლეს ძე ნეუმივაკინი ის მეცნიერი გახლდათ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ ჟანგბადის ნაკლებობის გამო ექმნებოდა. ამიტომ მის მეთოდიკაში ვერ ნახავთ წამლებს, ის მხოლოდ სოდასა და წყალბადის ზეჟანგს აღიარებს. საკუთარი აღმოჩენების წყალობით მეცნიერმა 90 წელი იცოცხლა. სწორედ ამ პროფესორმა შექმნა საოცარი სისტემა, რომელიც კოსმონავტებს რკინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა და სწორედ აქდან მოდის ფრაზა, ჯანმრთელია, როგორც კოსმონავტიო. თუმცა ბევრი მეცნიერი მის იდეებს სკეპტიკურად უყურებდა.

- ჩვენი ორგანიზმი მთელი ეკოსისტემაა - ამბობს იგი, - ჩვენში იმალება ნამდვილი კონვეიერი, ჩვენი პირი კი დამაქუცმაცებელი ორგანოა, რომლითაც ჩვენ არ ვსარგებლობთ. ტვინი კომპიუტერია.
ექიმი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო მომნელებელი სისტემაა.

ამ მეცნიერის თეორიის თანახმად ადამიანს ყველა პრობლემა ორგანიზმში დაგროვილი შლაკების გამო ექმნება, შლაკებს კი არასწორი კვება იწვევს. მაგალითად, ორგანიზმი
ვერ ინელებს დიდ ნაჭრებს, ის უბრალოდ ლაგდება ორგანიზმში და ნელ-ნელა იწყება ამ ჩალაგებული ნაწილების ლპობა, რად გადაიზრდება შლაკებში.

ნეუმივაკინი თვლიდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის უპირველესი ფაქტორი ყოველდღიურად წყლის სმა იყო, არა მინერალური ან გაფილტრული წყლის, არამედ ჩვეულებრივი ონკანის წყლის.  ჩაის და ყავას ის ჭუჭყიან წყალს ეძახდა, რომელიც ორგანიზმს ენერგიას აცლის.

ექიმი თვლიდა, რომ არ არსებობდა არანაირი შიდსი და კიბო. ეს, უბრალოდ, ადამიანის უჯრედებია, რომლიც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად განიცდის გადაგვარების პოროცესს.

გარდა სწორი კვებისა ექიმი აქცენტს ვარჯიშზეც აკეთებდა. "ბევრი ჭამა კარგს არაფერს მოგიტანთ, თუ მართლა არ გშიათ, ნუ შეჭამთ, ჯობს, წყალი დალიოთ" - მოუწოდებდა ის თავის პაციენტებს.

აი, მისი რჩევების ნუსხა:

1. ცოტა ჭამა
2. კარგად დაღეჭვა
3. დასვენება
4. ნუ შეჭამ - წუთით ადრე დალიეთ წყალი, ჭამის შემდეგ კი 2 საათი არაფერი მიიღოთ
5. არ მიირთვათ ცხელი საჭმელი, მხოლოდ თბილი
6. კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ განტვირთვის დღე
7. ფიზიკური აქტივობა, დაივიწყეთ ლიფტი და იარეთ ფეხით
8. თუ არ გშიათ, ნუ შეჭამთ