adjarabet.com-ბარსელონას ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი საქართველოში.

image
  • 709
საქართველოს წამყვანი ონლაინ სპორტბეთინგის ბრენდი საფეხბურთო კლუბის ოფიციალური პარტნიორი ხდება. adjarabet.com როგორც Paddy Power Betfair-ის ჯგუფის წევრი, ს.კ. ბარსელონას ლოკალური წარმომადგენელი იქნება.

პარტნიორობის ფარგლებში, adjarabet.com და ბარსელონა ერთობლივად იმუშავებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე და მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებენ.  

ამ მასშტაბის პარტნიორობის შეთანხმება საქართველოში პირველად გაფორმდა. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, მომხამრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა adjarabet.com-ზე მიიღონ: ბარსელონას საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები, ოფიციალური მაისურები ფეხბურთელების ავტოგრაფებით, ბარსელონას საგზურები და მრავალი სხვა საჩუქარი.

კატალონიური კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია. ს.კ.  ბარსელონას 25 ლა ლიგა, 5 ჩემპიონთა ლიგა, 3 ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და 30 კოპა დელ რეი აქვს მოგებული.

adjarabet.com-ის მარკეტინგის დირექტორის განცხადება:
მსგავსი მაშტაბის პარტნიორობა ხაზს უსვამს რეგიონში adjarabet.com-ის უპირობო ლიდერობას, ეს ყველაფერი დაგვეხმარება adjarabet.com-ის ბრენდის ზრდასა და მისი მიზნების მიღწევაში, თანამშრომლობის ფარგლებში მომხარებლები მიიღებენ სრულიად ახალ და განსხვავებულ გამოცდილებას.

adjarabet.com საქართველოში  ონლაინ გართობის ლიდერი და საუკეთესო სპორტბეთინგის პორტალია. კომპანია უკვე ოცი წელია, რაც კავკასიის რეგიონში, მომხმარებლებს ყველაზე ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს.
loading...

loading...