წყნეთში შვილმა მამა მოკლა

image
  • 1 586
loading...
ოჯახის ახლობლები  მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი აცხადებს, მამაკაცი სავარაუდოდ წაიქცა და ამის შედეგად გარდაიცვალა.

„იდეალური ოჯახი ჰქონდათ.  მკვლელობა არ მომხდარა. კაცი წაიქცა და რაღაც მოუვიდა. წაიქცა და გარდაიცვალა”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მამა-შვილს შორის რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ მეზობლებიც.

„გამოვიარე და ეს ამბავი დამხვდა. ბიჭი ისეთი ახალგაზრდა იყო, ორ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა. ეს როგორ გააკეთა, არ ვიცი. კაცს ორი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ამ ოჯახზე ცუდი არ გამიგია”, – აცხადებს მეზობელი.
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას – 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
loading...