აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ვრცლად

image
  • 6 361
აპრილში პლანეტების განლაგება ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მომგებიანია. ეს თვე იდეალურია ახალი საქმეების წამოსაწყებად და ავტომობილის შესაძენად. უამრავ თქვენგანს გელით მოულოდნელი ცვლილებები, ზოგს ხელს გთხოვენ, ზოგს დაგაწინაურებენ, ზოგიც კი მემკვიდრეობას მიიღებთ. აპრილში შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯი საკუთარი მიზნებისკენ და სრული სვლით წინ იაროთ, რადგან დაბრკოლებები არ გელოდებათ. ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც ეს ერთი შეხედვით ნეგატიური ჩანდეს, საბოლოოდ, თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება.

გაეცანით, აპრილის თვის ვრცელ პროგნოზს თორმეტივე ნიშნისთვის.

ვერძი
5 აპრილის ახალი მთვარე თქვენს ნიშანში იყო. სწორედ ამ თარიღიდან, ახალი ენერგიით იქნებით სავსე, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ინიციატივები, გექნებათ სიახლეების კეთების სურვილი.  15 აპრილამდე კარგი პერიოდია ნებისმიერი ახალი საქმის წამოსაწყებად. იმ ვერძებისთვის, რომელთაც დაბადების დღე 4, 5, 6, და 7 აპრილს ჰქონდათ, ახალი 12 თვიანი ციკლი დაიწყო. დასრულდა ცხოვრების 1 ეტაპი და სრულიად ახალი დაიწყო. უახლოესი 1 წლის განმავლობაში, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს. მოსალოდნელია ქორწინება, ბავშვის შეძენა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა. 18 აპრილს მერკურიც ვერძის ნიშანში შევა. შესაძლოა ახალი უნარების შეძენა გადაწყვიტოთ ან თავად დაიწყოთ პედაგოგობა. მოსალოდნელია მოგზაურობა, შეხვედრები, მნიშვნელოვანი ნაცნობობა და გასაუბრებები. კარგი პერიოდი იწყება ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მსხვილი შენაძენის გასაკეთებლად. 10 აპრილს, იუპიტერი რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას, რაც თქვენს მე-9 სახლში მოხდება. შესაძლოა მოინახულოთ ის ადგილები, სადაც წარსულში უკვე იყავით. მოსალოდნელია სწავლის გაგრძელება გადაწყვიტოთ ან პედაგოგიური საქმიანობა განაახლოთ. თუ სწავლა მიატოვეთ, ეს იდეალური პერიოდია უნივერსიტეტში დასაბრუნებლად. სასამართლო პროცესების შემთხვევაში, კარგი დროა გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის და დამატებითი დოკუმენტების მოსაგროვებლად. თუ მწერალი ბრძანდებით ან მეცნიერი, გამოიყენეთ ეს დრო ახალი წიგნის გამოსაცემად ან რედაქტირებული ვერსიის დასაბეჭდად. 19 აპრილს, სავსემთვარეობა თქვენს პირად ურთიერთობებზე მოახდენს გავლენა. შესაძლოა ქორწინება გადაწყვიტოთ, სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ან საერთოდ წერტილი დაუსვათ. სავსემთვარეობამ შესაძლოა დაგანახოთ, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა თქვენთვის უკვე მიუღებელია. სავსე მთვარის დროს, აუცილებლად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაძლოა სერიოზულ ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი ან ახალი ბიზნეს პარტნიორი გამოგიჩნდეთ. ვენერა, ფულისა და სიყვარულის პლანეტა, თქვენს ნიშანში 21 აპრილს შევა და ეს თქვენ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ ან ახალი სამსახური. მოსალოდნელია ძვირფასი საჩუქრის მიღება. ვენერა თქვენს ნიშანში, სიყვარულს და ჰარმონიას მოგიტანთ. შესაძლოა საყვარელ ადამიანს შეურიგდეთ. ეს სილამაზის პლანეტაცაა, ამიტომ თქვენი გარეგნობა უკეთესობისკენ შეიცვლება. 21 აპრილიდან კარგი პერიოდია ვარცხნილობის შესაცვლელად, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ახალი ტანსაცმლის შესაძენად. იმდენად მიმზიდველი გახდებით, რომ უამრავ ყურადღებას დაიმსახურებთ. 22-23 აპრილს მზე ურანს შეუერთდება და ეს თქვენს შემთხვევაში მეორე სახლში (ფული) მოხდება. შესაძლოა მოულოდნელად მიიღოთ ფული ან შემოგთავაზონ სამსახური. მოსალოდნელია ლატარიაში მოგებაც, ამიტომ შეგიძლიათ გარისკოთ. თუმცა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც. ყურადღებით იყავით, რადგან არსებობს ფულის დაკარგვის საფრთხეც. მარსი მთელი თვე თქვენს მე-3 სახლში იქნება, ამიტომ აპრილი კარგი დროა ავტომობილის შესაძენად.

კურო
5 აპრილის ახალმთვარეობამ თქვენს მე-12 სახლზე გაიარა. ეს სახლი ახალი ციკლისთვის გამზადებთ. 21 აპრილამდე პერიოდი იქნება გასული წლის შემაჯამებელი, საბოლოო ეტაპი და თქვენი ახალი წელი, სწორედ 21 აპრილის შემდეგ დაიწყება. 2 კვირაზე ნაკლები გრჩებათ საიმისოდ, რომ ყველა ძველი საქმე დაასრულოთ, გათავისუფლდეთ ყოველივე ძველისგან და მზად შეხვდეთ ახალ 12-თვიან ციკლს.  მოსალოდნელია საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ ან სასწავლებლად. თუ ემიგრაციას გეგმავთ, შესაძლოა ვიზა მიიღოთ ან საბუთების ლეგალიზაცია მოაგვაროთ. 18 აპრილს მერკურიც თქვენს მე-12 სახლში შევა. მოსალოდნელია ახალი იდეების, ნაცნობების და კონტაქტების გაჩენა. შესაძლოა ინფორმაცია მიიღოთ შორეული ქვეყნიდან. მოსალოდნელია წარსულში დაბრუნება, ძველი დოკუმენტების მოძიება, არქივიდან რაიმეს გამოთხოვა და ა.შ. 21 აპრილს კი ვენერა შევა თქვენს მე-12 სახლში. იდეალური პერიოდი იწყება მოგზაურობისთვის, კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვს და დასასვენებლად. მოსალოდნელია ფარული შეხვედრები, რომანი ქორწინებაში მყოფ ადამიანთან, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან თქვენს საიდუმლოს შესაძლოა ფარდა აეხადოს. მთელი თვის განმავლობაში, მარსი თქვენს მე-2 სახლშია. უამრავი ენერგია გექნებათ სამუშაოდ, ფულის საშოვნელად, დამატებითი სამსახურების მოსაძებნად, შესაძლოა აქტიურად დაიწყოთ ახალი სამსახურის ძებნა. აპრილში მოსალოდნელია ბევრი ფულის შოვნა, თუმცა შესაძლოა ეს თანხა იმპულსურად დახარჯოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი საყიდლებისგან. კარგი თვეა მანქანის შესაძენად. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-6 სახლში მოხდება. სიახლეებია მოსალოდნელი თქვენს სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა აქამდე რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თქვენი პოზიციის, სამუშაო ადგილის ან უფროსობის შეცვლასთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. თუ გასაუბრებაზე იყავით, მაშინ პასუხს ამ პერიოდში მიიღებთ. ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას სავსემთვარეობის დროს. უმჯობესია თუკი 19 აპრილიდან 2 კვირის განმავლობაში დიეტას დაიწყებთ, რადგან ძალიან მარტივად დაიკლებთ წონაში. 21 აპრილს მზე შევა თქვენს ნიშანში და ახალი ენერგიის წყაროს იგრძნობთ, ხელახლა დაიბადებით. 22-23-24 აპრილს მზე თქვენს ნიშანში ურანს შეუერთდება. თუ ამ თარიღებში ხართ დაბადებული, მაშინ ამ ორი პლანეტის კომბინაცია თქვენს ცხოვრებაზე მთელი 12 თვის განმავლობაში მოახდენს გავლენას. შესაძლოა წელს პროფესია, თანამდებობა ან სამსახური შეიცვალოთ. იდეალური პერიოდი იწყება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. შესაძლოა ახალი ინფორმაცია მიიღოთ მამათქვენთან დაკავშირებით, რაც მოულოდნელი იქნება. 21 აპრილიდან 12 თვის განმავლობაში ამაღლდება თქვენი თავდაჯერება  და საკუთარი მიზნებისკენ დაიწყებთ სწრაფვას.

ტყუპები
აპრილში მარსი თქვენს ნიშანში იქნება. ეს პირველი სახლია, რომელიც უამრავ ენერგიას მოგცემთ. თუკი რაიმე იდეა გაქვთ, რისი განხორციელებაც გსურთ, აუცილებლად დაიწყეთ მასზე მუშაობა. აპრილი ფანტასტიური თვეა ბიზნესის წამოსაწყებად, ავტომობილის შესაძენად, სწავლის დასაწყებად, ისეთი პროექტის წამოსაწყებად, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით. მარსი სიმამაცეს და ძალას მოგცეთ ყველაფრის გასაკეთებლად. შესაძლოა ურთიერთობა გაარკვიოთ როგორც სასიყვარულო პარტნიორთან, ასევე საქმიან პარტნიორთან. თუმცა, შეეცადეთ კონფლიქტებს თავი აარიდოთ. იუპიტერი კი მთელი თვე თქვენს მე-7 სახლში იქნება და 10 აპრილიდან რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას, რაც 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქმიანი ურთიერთობები და მოლაპარაკებები, რომლებიც სწორედ ამ თვეების განმავლობაში გაიწელება. მეტ ყურადღებას დაუთმობთ თქვენს სასიყვარულო პარტნიორსაც. 5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-11 სახლში (მეგობრები) მოხდა. მოსალოდნელია ახალი სამეგობრო წრე გამოგიჩნდეთ, შესაძლოა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელში და შექმნათ თქვენი გვერდი, სადაც უამრავი გამომწერი გეყოლებათ. მოსალოდნელია ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ან თანამოაზრეების შემოკრება. კარგი თვეა რეკლამების განთავსებისთვის. მე-11 სახლში კიდევ 2 პლანეტა შევა - 18 აპრილს მერკური, 21-ში კი ვენერა. მერკური უამრავ კონტაქტს მოგიტანთ, ახალ ნაცნობებს შეიძენთ ან იდეა გაგიჩნდებათ რომ რაიმე კოლექტივი შექმნათ. ვენერა მე-11 სახლში კი წვეულებებს მოგიწყობთ. შესაძლოა ქორწილში დაგპატიჟონ ან დაბადების დღეზე. მოსალოდნელია ახალი მეგობრების შეძენა, რომლებიც დიდ კომფორტს შეგიქმნიან. შესაძლოა მეგობრებმა თქვენი მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გაგაცნოთ ან თავად თქვენი მეგობარი აღმოჩნდეს ის, ვისდამიც რომანტიული გრძნობები გაგიჩნდებათ. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. საკუთარ თავს შესაძლოა დასვენება მოუწყოთ, სადაც რომანი გელოდებათ. ასევე მოსალოდნელია პაემნები და საყვარლების გაჩენა. მეხუთე სახლი შემოქმედებას, ჰობისა და ბიზნესსაც ეხება. ამიტომ შესაძლოა რაიმე შემოქმედებითი იდეა ბიზნესად აქციოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია ორსულობის შესახებ ან რაიმე სიახლეს შეიტყობთ საკუთარ შვილზე, რაც გაგახარებთ. 22-23 აპრილს მზე ურანს თქვენს მე-12 სახლში შეუერთდება. შესაძლოა მოულოდნელი გამგზავრება ან უეცარი ინფორმაციის მიღება ან საიდუმლოებების გამჟღავნება. არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოკვლევები ჩაიტაროთ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიმართოთ. სატურნიც და პლუტონიც აპრილის ბოლოს თქვენს მე-8 სახლში შემოტრიალდებიან. დაიწყებთ ფინანსური მდგომარეობის მოგვარებას, შესაძლოა ბანკს სესხის აღების მიზნით მიმართოთ. შესაძლოა სახელმწიფო დახმარება მიიღოთ ან მოლაპარაკებები აწარმოოთ საკუთარი საქმის ინვესტიციასთან დაკავშირებით. ყველაფერი რაც სხვის ფინანსებს ან საერთო ბიუჯეტს უკავშირდება, შემოდგომამდე გაჭიანურდება (იქნება ეს ალიმენტების დანიშვნა, დაფინანსების მოპოვება და ა.შ.). აპრილის ბოლოდან შემოდგომამდე კარგი პერიოდია ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და დამოკიდებულებებისგან გასათავისუფლებლად.

კირჩხიბი
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდა. სწორედ ამ პერიოდიდან, მოსალოდნელია ახალი თანამდებობის მოპოვება, სამომავლო მიზნებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა, ბიზნესის დარეგისტრირება და ახალი საქმის წამოწყება. თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ახალ თანამდებობებს შემოგთავაზებენ ან თქვენს მუშაობას დააფასებენ და შესაძლოა ჯილდოც კი მიიღოთ. ასევე მოსალოდნელია დისერტაციის წარმატებით დაცვა და დიპლომის აღება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სოციალური სტატუსი შეიცვალოს. მაგალითად, პენსიაზე გახვიდეთ ან შვილი შეგეძინოთ ან მეწარმე გახდეთ ან იქორწინოთ. თქვენს  მე-10 სახლში 18 აპრილს მერკურიც შევა. ამ პერიოდში მოსალოდნელი იქნება თქვენთვის სასარგებლო ხელშეკრულებების გაფორმება, გამოცდების ჩაბარება, ბიზნესის გაფორმება ან პენსიაზე გასვლა. 21 აპრილიდან, თქვენს მე-10 სახლში შევა ვენერაც. შესაძლოა ფული გადაგიხადონ, ჰონორარი მიიღოთ ან ჯილდო. თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, ახალი კლიენტების გამოჩენაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სამსახურში  ახალი უფროსი დაგინიშნონ და ის ქალი იქნება. აპრილის თვის პირველი 3 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია მოგზაურობა ან მოგზაურობის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოგვარება. იუპიტერი რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მე-6 სახლში და ეს 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია ბევრი მუშაობა და გადატვირთული გრაფიკი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან შესაძლოა ბევრ წვეულებაზე მოგიწიოთ წასვლა, ალკოჰოლის და ტკბილეულის მიღება მოგიხდეთ ხშირად, ამიტომ დაიცავით ბალანსი.  12-15 აპრილის ჩათვლით, კარგი პერიოდია გასაუბრების დასაგეგმად, შეხვედრებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში იქნება. ეს კომფორტის, უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების სახლია. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, ყველაფერი სწორედ 19 აპრილიდან გაირკვევა. თუ ყიდვას აპირებთ სახლის, საბოლოო შეთანხმების მიღწევაც სწორედ ამ პერიოდში მოხდება. სავსე მთვარე კულმინაციაა და შესაბამისად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიახლეებს ნიშნავს. აქვე, შესაძლოა მშობლები მოინახულოთ ან თავად გესტუმრონ. მოსალოდნელია სახლისთვის ახალი ავეჯის შეძენაც. 22-23 აპრილს, მზე თქვენს მე-11 სახლში ურანს შეუერთდება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც მეგობრობად გარდაიქმნება. შესაძლოა ახალი კოლექტივის წევრი გახდეთ. კარგი დროა სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის გახსნისთვის ან ონლაინ ბიზნესის წამოსაწყებად. სოც-ქსელებში მარტივად მოიპოვებთ პოპულარობას და ეს შესაძლოა თქვენი შემოსავლის წყაროდაც კი იქცეს. მარსი მთელი თვე თქვენს მე-12 სახლში იქნება. შესაძლოა მოიშოროთ არასასურველი ადამიანები და უსარგებლო ნივთები. კარგი თვეა სპორტული აქტივობისთვის.

ლომი
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდა. ამ თარიღიდან, გაგიმარტივდებათ ვიზის აღება, მოსალოდნელია მოგზაურობა. შესაძლოა ახალი იდეები გაგიჩნდეთ დისტანციურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტოთ. მოსალოდნელია წიგნის გამოცემაც. გაიცნობთ უცხოელ ადამიანებს. აპრილში, მე-9 სახლში შევა ვენერაც და მერკურიც. 19 აპრილიდან მოსალოდნელია მივლინებაში წასვლა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან უცხო კულტურის წარმომადგენლების გაცნობა. ვენერა კი 21 აპრილს შევა ამ სახლში. ეს პლანეტა სიყვარულს მოგიტანთ. შესაძლოა სამოგზაუროდ ან სასწავლებლად წახვიდე, სადაც თქვენს მომავალ პარტნიორს გაიცნობთ. სადაც არ უნდა გაემგზავროთ, ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამავე პერიოდიდან, მოსალოდნელია თანხების მიღება უცხოეთიდან ან შესაძლოა ონლაინ სემინარები ჩაატაროთ. იუპიტერი კი 10 აპრილიდან 11 აგვისტომდე, რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს თქვენს მე-5 სახლში. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსალოდნელია ბიზნესის განვითარება, შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება, ბავშვებთან დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება ან ორსულობის დაგეგმვა. შესაძლოა ისეთი ვნებიანი რომანი წამოიწყოთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. 12-15 აპრილის პერიოდი იდეალურია თქვენი კარიერისთვის და კერძო ბიზნესისთვის. გამოიყენეთ ეს დღეები საქმის და ახალი პროექტების დასაწყებად. 19 აპრილს, სავსემთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია მართვის მოწმობის ან პროფესიული სერტიფიკატის აღება. თუ მნიშვნელოვან საქმიან  შეხვედრებს აწარმოებდით, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ 19 აპრილის შემდეგ მიიღებთ და ხელშეკრულებებსაც ხელს ამ დროს მოაწერთ. აპრილი კარგი თვეა ავტომობილის შესაძენად. მე-3 სახლი ახალი უნარების შეძენასაც ნიშნავს, ამიტომ მოსალოდნელია კურსების გავლა. 22-23 აპრილს მზე ურანს თქვენს მე-10 სახლს შეუერთდება. ეს კარიერისა და ცხოვრებისეული მიმართულების სახლია და ამ სფეროში მოულოდნელი გადატრიალებაა მოსალოდნელი. შესაძლოა პროფესია გამოიცვალოთ ან თქვენი უფროსობა შეიცვალოს. თქვენს სამსახურში მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები გატარდეს, რომ შოკირებული დარჩეთ, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ მოხდება. შესაძლოა თავად გადაწყვიტოთ სამსახურიდან წასვლა და ახალი პროფესია შეიძინოთ. კარგი დროა დისერტაციის დასაცავად და გამოცდების ჩასაბარებლად. 22-23 აპრილს შესაძლოა რაღაც ისეთი მოხდეს, რომ საკუთარ თავს სხვაგვარად დაუწყებთ ყურებას: მაგალითად ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და გამოავლენთ. მარსი, სურვილების, ენერგიის, მოძრაობისა და სპორტის პლანეტა თქვენს მე-11 სახლში იქნება მთელი თვე. მოსალოდნელია ჩხუბი მეგობართან, მაგრამ თუ ჯგუფური აქტივობით ან გუნდური სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ ეს თვე თქვენთვის იდეალურია. აპრილი კარგი დროა ონლაინ ბიზნესის ორგანიზებისთვის. შესაძლოა რამე კლუბშიც გაწევრიანდეთ, მაგალითად სპორტულ დარბაზში. მოსალოდნელია თანამოაზრეების გაცნობა და ახალი იდეების გენერირება. შესაძლოა ლაშქრობაც კი დაგეგმოთ. 24 აპრილს პლუტონიც თქვენი კარიერის სფეროში შემოტრიალდება. ამავე სექტორზე გაივლის სატურნიც. ამიტომ ლომებისთვის აპრილის თვე მთლიანად კარიერაზეა და სამუშაო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე არის ორიენტირებული.

ქალწული
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-8 სახლში მოხდა. ამ პერიოდიდან, პლანეტები თქვენს ფინანსურ სფეროზე ახდენენ გავლენას. თუ კრედიტის აღება გსურთ, ბანკი მას აუცილებლად მოგცემთ. შესაძლოა ვალები დაგიბრუნონ ან მემკვიდრეობა მიიღოთ. მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხო პირის მხრიდან. თუ სტუდენტი ხართ, შესაძლოა სტიპენდია მიიღოთ ან სახელმწიფო გრანტი. დაფინანსების მოპოვება თუ გსურთ რაიმე პროექტისთვის, აუცილებლად შეიტანეთ განაცხადები სხვადასხვა ორგანიზაციებში, რადგან დიდი შანსია ფული მიიღოთ. თქვენს მე-8 სახლში (ფინანსები) კიდევ 2 პლანეტა შევა - მერკური და ვენერა, 18 და 21 აპრილს. თუკი ვინმესგან რაიმე თანხას ელოდებით, მას სწორედ 21 აპრილიდან მიიღებთ. ასევე ამ პერიოდიდან, მოსალოდნელია ახლო ინტიმური ურთიერთობები. მერკური მერვე სახლში ახალ ინფორმაციას და კონტაქტებს მოგიტანთ. თუკი რამე კვლევას ატარებთ, ეს კარგი პერიოდია მონაცემების შესაგროვებლად, ასევე გამოძიების ჩასატარებლად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. აპრილი ქალწულებისთვის კარგი თვეა ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ან დამოკიდებულებებისგან გასათავისუფლებლად. 10 აპრილიდან, იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს თქვენს მე-4 სახლში. თუ ბინის ყიდვას გეგმავთ და ჯერ ვერ შეარჩიეთ სასურველი სახლი, ეს პროცესი შესაძლოა 11 აგვისტომდე გაგრძელდეს (მანამ, სანამ იუპიტერი რეტროგრადული იქნება). ამ პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია მოგზაურობა ან სამშობლოში გამგზავრება დაგეგმოთ. ასევე, შესაძლებელია სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება, რაც ასევე აგვისტომდე გასტანს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლას თუ გეგმავთ, რეტროგრადული პლანეტა ამ პროცესსაც შეაფერხებს. 12-15 აპრილი კარგი პერიოდია შეთანხმების გასაფორმებლად უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. მარსი კი მთელი თვე თქვენს მე- 10 სახლში იქნება, როგორც ჩანს აპრილს სამსახურის ძიებაში ან აქტიურ მუშაობაში გაატარებთ. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები უფროსობასთან, ამიტომ დაუკვირდიეთ სიტყვებს და შეეცადეთ არ იკამათოთ. შესაძლოა ძალიან გადაიტვირთიოთ მუშაობით, რაც გაგაღიძიანებთ. უამრავ ნაბიჯს გადადგამთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მოსალოდნელია მონაწილეობის მიღება კონკურსში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება (ფინანსები). აქ უკვე თქვენს პირად შემოსავლებზეა საუბარი. სავსე მთავრე ნათელს მოჰფენს თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს. ზუსტად გეცოდინებათ თუ რა თანხა გჭირდებათ. თუ გასაუბრება გაიარეთ, მაშინ 19 აპრილის პერიოდში გაიგებთ პასუხს დამსაქმებლისგან. შესაძლოა ახალი იდეა გაგიჩნდეთ საქმიანობისთვის, მოსალოდნელია სამსახურიდან წამოსვლაც ან შემოსავლის ახალი წყაროს მოძიება. მე-2 სახლი ძვირფასეულობებს და თავდაჯერებასაც ეხება. მოსალოდნელია ძვირფასი ნივთების შეძენა, ხოლო რაც შეეხება თავდაჯერებას, სწორედ 19 აპრილიდან გაიაზრებთ საკუთარი თავის ფასს. 22-23 აპრილს მზე ურანს თქვენს მე-9 სახლში შეუერთდება. მოულოდნელობების პერიოდი დაიწყება და შესაძლოა უეცრად, სადმე გამგზავრება გადაწყვიტოთ. მოსალოდნელია ავიაბილეთების შეძენა. მე-9 სახლი მხოლოდ მოგზაურობა არ არის, იგი მსოფლმხედველობის გაფართოებასაც გულისხმობს. ამიტომ, მოსალოდნელია სხვადასხვა სფეროში კურსების გავლა და უნარების შეძენა.
loading...
სასაწორი
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-7 სახლში მოხდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოსალოდნელია მომავალი მეუღლის გაცნობა ან განქორწინება. აპრილის თვეში, ზოგიერთი სასწორი სასიყვარულო ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა, ზოგიც კი დაასრულებს. თუ სტაბილური ურთიერთობა გაქვთ და თქვენს მეუღლესთან ბედნიერი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ თვეში თქვენი მეორე ნახევრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გაგახარებთ. მე-7 სახლი საქმიან კავშირებსაც ეხება. შესაძლოა ინვესტორი გამოგიჩნდეთ ან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი. თუ უძრავი ქონების შეძენას ან გაყიდვას გეგმავთ, ესეც 5 აპრილის შემდეგ მოხდება. თქვენს მე-7 სახლში კიდევ 2 პლანეტა შევა. 18 აპრილს ეს მერკური იქნება: პლანეტის ასეთი მდგომარეობა ნაცნობობას და ინფორმაციას მოგიტანთ. კარგი იქნება თუ კონტრაქტების გაფორმებას სწორედ 18 აპრილიდან დაგეგმავთ. 21 აპრილს კი ვენერა შევა მე-7 სახლში. კარგი პერიოდი იწყება დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინმესგან თანხის მიღება გსურთ ან მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, ყველაფერი დიპლომატიური გზით მოაგვარეთ და აუცილებლად გამოგივათ. ეს ცოტა რთული იქნება, რადგან მარსი გიბიძგებთ აგრესიული ქმედებებისკენ. შესაძლოა ვინმემ სასამართლოში ჩივილი გირჩიოთ, თუმცა გირჩევთ ამისგან თავი შეიკავოთ და ყველაფერი ამხანაგურად მოაგვაროთ. 21 აპრილიდან თვის ბოლომდე, კარგი დროა შერიგებისთვის და ფინანსური კონტრაქტების გასაფორმებლად, ასევე იდეალური პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შესაძლოა ვინმე სიყვარულში გამოგიტყდეთ ან თქვენდამი გრძნობები დაგიმტკიცოთ. მარსი მთელი თვე თქვენს მე-9 სახლში იქნება. შესაძლოა იურიდიულ დოკუმენტებთან გქონდეთ შეხება. თუ საზღვარგარეთ წასვლას გეგმავთ, მოსალოდნელია დოკუმენტების მოგვარება. მოგზაურობა კი აქტიურ თავგადასავლებს მოგიტანთ. შესაძლოა მთელი თვე საზღვარგარეთ სამუშაოს პოვნას დაუთმოთ. მოსალოდნელია უცხოელი ადამიანების გაცნობაც. 10 აპრილიდან კი იუპიტერი თქვენს მესამე სახლში რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას და ეს 11 აგვისტომდე გაგრძელდება. პლანეტის ასეთი მდგომარეობა შესაძლოა ნიშნავდეს: ახალ კურსებზე სწავლას, ახალი უნარების შეძენას, ნაცნობობას და კონტაქტებს. 12-15 აპრილს დაგეგმეთ ყველაფერი მნიშვნელოვანი, თუკი რაიმეს წამოწყება გსურთ ან დოკუმენტების მოგვარება ან ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ნებისმიერი საქმე გაგიადვილდებათ და წარმატებით ჩაივლის. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში მოხდება. ამ პერიოდიდან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესაძლოა სცენაზე გამოხვიდეთ ან სიტყვით წარსდგეთ. ეს იდეალური სავსემთვარეობაა პოპულარობის მოსახვეჭად. კარგი დროა ვარცხნილობის და ჩაცმულობის სტილის შესაცვლელად. ვარჯიშს და დიეტას თუ გადაწყვეტთ, შედეგებს მალევე შენიშნავთ.
 
მორიელი
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-6 სახლში მოხდა, ეს სამუშაოს, ვალდებულებების და ჯანმრთელობის სახლია. სწორედ ეს ასპექტებია მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ თვეში. შესაძლოა ახალი სამსახური იპოვოთ, ახალი თანამშრომლები შეიძინოთ ან უფროსობა შეიცვალოს. მოსალოდნელია ახალი პროექტების წამოწყებაც. ამავე სექტორში შევა მერკური 18 აპრილიდან. შესაძლოა ახალი უნარები შეიძინოთ, სპეციალობას დაეუფლოთ ან მივლინებაში წახვიდეთ. ასევე მოსალოდნელია თავად გყავდეთ მოწაფე, რომელსაც რაიმეს ასწავლით. მერკური იდეებსაც მოგაწვდით, განსაკუთრებით კი სამსახურის კუთხით. თქვენს  მე-6 სახლში შევა ვენერაც 21 აპრილს. მოსალოდნელია ჯილდოს და პრემიის მიიღება, ან შესაძლოა ვალი დაგიბრუნონ. შესაძლოა სამსახურში ახალი თანამშრომელი ქალი მოვიდეს, რომელსაც დაუმეგობრდებით. მოსალოდნელია წვეულებები სამუშაო ადგილას. ვენერა კომფორტისა და ჰარმონიის შეგრძნებას მოგიტანთ. 18 აპრილამდე კი ვენერა და მერკური თქვენს მე-5 სახლში იქნებიან. ეს პერიოდი იდეალურია დასასვენებლად. აპრილის პირველი 18 დღის განმავლობაში აუციელბლად მოხდება რაღაც ისეთი, რაც ძალიან გაგახარებთ, შესაძლოა ეს თქვენს შვილებს უკავშირდებოდეს. მერკურის გავლენით კი მოსალოდნელია სასიყვარულო პარტნიორის გაცნობა. 21 აპრილიდან შესაძლოა ახალი ვალდებულებები გამოგიჩნდეთ, რომელთაც ვერ გაექცევით. აპრილის თვე კარგია ცხოვრების რეჟიმის შესაცვლელად, კვების რაციონის გასაჯანსაღებლად, გამოკვლევების ჩასატარებლად. თუ ქირურგიულ ოპერაციას გეგმავთ, აუცილებლად აპრილში გაიკეთეთ. 10 აპრილს კი იუპიტერი რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მე-2 სახლში და ეს 11 აგვისტომდე გაგრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ ფინანსური საკითხების მოგვარებას დაიწყებთ. მოსალდონელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. შესაძლოა წინასწარ დაგეგმოთ ბიუჯეტი ზაფხულისთვის, რადგან ბევრ ფულს დახარჯავთ საკუთარი თავისთვის. აპრილი იდეალური თვეა ავტომობილის შესაძენად. მარსიც მთელი თვის განმავლობაში თქვენს ფინანსების სექტორშია, კერძოდ მე-8 სახლში. აქაც ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა დავებიც მოგიწიოთ ამ კუთხით. მოსალოდნელია ინვესტორებთან მოლაპარაკებები ან კრედიტზე განაცხადის შეტანა. შესაძლოა მიიღოთ თანხა სახელმწიფოსგანაც. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. ეს კონკრეტული პროცესის დასრულებას და რაიმესგან გათავისუფლებას გულისხმობს. მე-12 სახლი შორეულ ქვეყნებს ეხება, ამიტომ მოსალოდნელია გამგზავრება. შესაძლოა თქვენი წარსულიდან გამოჩნდეს ვინმე, რომელთანაც ურთიერთობას გააკრვევთ და წერტილს დაუსვამთ. კარგი პერიოდია უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად, დიეტის დასაწყებად, რადგან 19 აპრილიდან 2 კვირაში ფანტასტიური შედეგები გექნებათ. 22-23 აპრილს მზე ურანს უერთდება თქვენს მე-7 სახლში. აქ სურპრიზები გელით როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან ურთიერთობაში. მოსალოდნელია უეცარი ნაცნობობაც და თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდება. შესაძლოა საქმის ერთობლივი წამოწყებაც შემოგთავაზონ. პლუტონი 24 აპრილს რეტროგრადული მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას თქვენს მე-3 სახლში (3 ოქტომბრამდე). შესაძლოა სასწავლო კურსებზე წახვიდეთ და ახალ უანრებს დაეუფლოთ.

მშვილდოსანი
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდა. ეს ბედნიერების, სიყვარულის, წვეულებების და ბავშვების სახლია. სწორედ 5 აპრილის შემდეგ, შესაძლოა გაიცნოთ სასიყვარულო პარტნიორი, წახვიდეთ პაემნებზე, მოსალოდნელია ურთიერთობების გარკვევა საყვარლებთან. შესაძლოა საკურორტო რომანიც კი გააბათ. აპრილში შესაძლოა თქვენი ნიჭი აღმოაჩინოთ ან ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, რასაც შემოსავლის წყაროდ აქცევთ. მოსალოდნელია ახალი ბიზნეს იდეების გაჩენა. ამაში 18 აპრილიდან მერკური დაგეხმარებათ, რომელიც ასევე თქვენს მეხუთე სახლში შევა. 21 აპრილიდან კი ამავე სახლში შევა ვენერა. ამ თვეში სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთვის საკმაოდ აქტუალური იქნება. მოსალოდნელია საჩუქრების მიღებაც. შესაძლოა კარგი სიახლეები გაიგოთ საკუთარი შვილების შესახებ ან აღმოაჩინოთ, რომ ბავშვს ელოდებით. 10 აპრილიდან, თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას და თქვენს ნიშანშია. იგი ყურადღებას გაგამახვილებინებთ სიახლეებზე, ახალ წამოწყებებსა და იდეებზე. შესაძლოა მზადება დაიწყოთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმისთვის ან სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოთ. ეს პროცესები გაჭიანურდება 11 აგვისტომდე, თუმცა შედეგი ძალიან პროდუქტიული იქნება. იუპიტერი პირველ სახლში თქვენს გარეგნობაზეც მოახდენს გავლენას. შესაძლოა წონაში კლება გადაწყვიტოთ, ვარცხნილობა და სტილი შეიცვალოთ. ეს ყველაფერი სწორედ აგვისტომდე გაგრძელდება და საბოლოო ცვლილებებსაც, სწორედ ამ პერიოდში დაინახავთ. მარსი კი მთელი აპრილი თქვენს მე-7 სახლში იქნება. შესაძლოა ვინმეს თქვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდეს. ენერგიულად ჩაერთვებით საკუთარი მეუღლის ცხოვრებაში. შესაძლოა შეჯიბრებებში ან სასამართლო პროცესებში მიიღოთ მონაწილეობა. თუ სასამართლოში საქმეს განიხილავთ, ესეც აგვისტომდე გაჭიანურდება. მარსი სპორტული პლანეტაა და შესაძლოა მეუღლესთან ერთად, ვარჯიში დაიწყოთ ან სპორტულ ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა. 19 აპრილს სასვსემთვარეობა თქვენს მე-11 სახლში მოხდება. ასეთ დროს, შესაძლოა მეგობართან ურთუიერთობა გაწყვიტოთ ან სრულიად შეიცვალოთ სამეგობრო წრე. თუ რაიმე გაუკრვევლობა გაქვთ დაქალთან/ძმაკაცთან, ამ პერიოდში ყველაფერი დალაგდება. 19 აპრილიდან კარგი დროა რეკლამების განთავსებისთვის. შესაძლოა რაიმე კოლექტივის დატოვება გადაწყვიტოთ ან პირიქით, რაიმე ჯგუფის ლიდერი გახდეთ. ასევე, მოსალოდნელია საჯარო გამოსვლები, სცენაზე, აუდიტორიის წინაშე, სემინრების ჩატარება და ა.შ. შესაძლოა კონცერტზე წახვიდეთ ან ქორწილში დაგპატიჟონ. 22 -23 აპრილს კი მზე და ურანი ერთმანეთს თქვენს მე-6 სახლში შეუერთდებიან. შესაძლოა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ სამსახურთან დაკავშირებით: ახალი სამუშაო ადგილი შემოგთავაზონ ან სპონტანური გადაწყვეტილება მიიღოთ და გაეთავისუფლოთ, შესაძლოა უფროსობა შეიცვალოს და ა.შ. თუ 22-23 აპრილს ჯანმრთელობის მხრივ რამე პრობლემა შეგაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს. აპრილი ძალიან კარგი თვეა ოპერაციების გასაკეთებლად, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად და ავტომობილის შესაძენად.

თხის რქა
5 აპრილს, ახალმთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდა- ეს უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის, ოჯახის წევრების სახლია.  5 აპრილის შემდეგ, მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა/გაყიდვა/გაფორმება/გაქირავება. შესაძლოა ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაწყვიტოთ გადასვლა, იქნება ეს ახალი ქალაქი თუ ახალი ქვეყანა. მოსალოდნელია მატება ოჯახში. შესაძლოა თქვენმა დედმამიშვილმა იქორწინოს. ასევე, მოსალოდნელია სახლის გარემონტება ან ავეჯის შეცვლა გადაწყვიტოთ. აპრილში, თქვენს მე-4 სახლში კიდევ ორი პლანეტა შევა: 18 აპრილს ეს მერკური იქნება. პლანეტის ასეთი მდგომარეობა შესაძლოა სტუმრებს ნიშნავდეს. მოსალოდნელია შვილების ან შვილიშვილების სტუმრობა. მერკური დოკუმენტებს, ხელშეკრულებებსაც ეხება, ამიტომ ამ პერიოდიდან მოსალოდნელია კონტრაქტების გაფორმება. 21 აპრილს კი თქენს მე-4 სახლში ვენერა შევა. შესაძლოა სახლის მორთვა დაიწყოთ, ბინისთვის ლამაზი ნივთები შეიძინოთ ან ახალი დიზაინით გააწყოთ ინტერიერი. ასევე, მოსალოდნელია წვეულება, სუფრა და საიუბილეო ღონისძიება. ვენერა კომფორტის პლანეტაა და შესაძლოა გაცილებით უფრო კარგ პირობებში საცხოვრებლად გადახვიდეთ ან სახლისთვის იყიდოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. პლანეტების ასეთი განლაგების პირობებში, მოსალოდნელია ბიზნესის წამოწყება სახლიდან გაუსვლელად. შესაძლოა საკუთარი ბინა ოფისად ან სილამაზის სალონად გადააქციოთ. მარსი კი მთელი თვის განმავლობაში თქვენს მე-6 სახლში იქნება. აპრილში ძალიან დაკავებული იქნებით და ბევრს იმუშავებთ. მარსმა შესაძლოა გაიძულოთ, რომ ბევრი იმუშავოთ ან სამსახური აქტიურად ეძებოთ, რაც ძალიან დამღლელი იქნება და თავს უნდა გაუფრთხილდეთ. მე-6 სახლი ჯანმრთელობასაც ეხება, ამიტომ მარსის ასეთი მდგომარეობით, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ნუ გაჩერდებით კომპიუტერთან მთელი დღემ, აუცილებელია მოძრაობა-ვარჯიში. მარსი ქირურგიულ ოპერაციასაც ნიშნავს ან შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი დაგჭირდეთ.  აპრილი კარგი თვეა ასეთი პროცედურებისთვის, თუმცა არაფერი დაგეგმოთ 24-29 აპრილს. 10 აპრილიდან იუპიტერი რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მე-12 სახლში (ეს 11 აგვისტომდე გაგრძელდება). მე-12 სახლი 1 ციკლის დასასრულს და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის სამზადისს გულისხმობს. შესაბამისად, 10 აპრილიდან 11 აგვისტომდე რაღაცას დაასრულებთ ცხოვრებაში, შესაძლოა არასასურველი ადამიანი ან ნივთები ან ვალდებულებები მოიშოროთ. სავარაუდოდ, ცხოვრებიდან გაუშვებთ ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც დრო აღარ გაქვთ. იუპიტერი გამზადებთ ახალი ციკლისთვის, რომელსაც სრულიად გათავისუფლებული უნდა შეხვდეთ. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდება (კარიერა და სტატუსი). 19 აპრილი კულმინაციის დღე იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება, დიპლომის აღება, მნიშვნელოვანი გასაუბრება, დაწინაურება ან ახალი წოდების მიღება. შესაძლოა უფროსობა შეიცვალოს ან კანონმდებლობა შეიცვალოს , რომელიც თქვენს საქმიანობაზე აისახება. სავსე მთვარე პასუხს გასცემს თქვენს კარიერაში არსებულ შეკითხვებს. თუ არ ხართ დასაქმებული და კარიერაც არ გაინტერესებთ, მე-10 სახლი რეპუტაციასაც ნიშნავს და სავსე მთვარის დროს, შესაძლოა საკუთარი რეპუტაციის დაცვა დაგჭირდეთ. მოსალოდნელია სოციალური სტატუსის ცვლილება, მაგალთად შვილის/შვილიშვილის შეძენა, პენსიაზე გასვლა, ქორწინება/განქორწინება და ა.შ.

მერწყული
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-3 სახლში იყო. ამ თვეში უამრავი კონტაქტი, ნაცნობობა და ახალი მეგობრების გაჩენა გელოდებათ. ასევე მოსალოდნელია ახალი უნარების შეძენა, უცხო ენების შესწავლა და ავტომობილის შეძენა. მე-3 სახლში კიდევ 2 პლანეტა შევა - 18 აპრილს მერკური, 21-ში კი ვენერა. მერკურის ასეთი მდგომარეობით, შესაძლოა შეხება გქონდეთ დოკუმენტებთან, კონტრაქტებთან, საბუთებთან. ეს პლანეტა მოგზაურობასაც მოასწავებს, ამიტომ შესაძლოა ბილეთები შეიძინოთ, ვიზაზე შეიტანოთ განაცხადი და ა.შ. ვენერა მესამე სახლში კი ახალ ნაცნობობას მოგიტანთ, კერძოდ მომავალ საყვარელ პარტნიორთან. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და პაემნები. თუ ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად ძალიან ლამაზ მანქანას შეარჩევთ. ასევე მოსალოდნელია სილამაზესთან დაკავშირებულ კურსებზე სიარული. მერკურის გავლენით, შესაძლოა ახალი იდეები გაგიჩნდეთ. 10 აპრილიდან იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს თქვენს მე-11 სახლში. მოსალოდნელია შეხვედრების დაგეგმვა მეგობრებთან. გაცილებით უფრო კომუნიკაბელურები გახდებით, გააქტიურდებით სოციალურ ქსელში, შესაძლოა რეკლამები განათავსოთ ინტერნეტში და სანაცნობო წრეშიც კი ყურადღების ცენტრში მოექცეთ. მესამე სახლის პირობებში მოსალოდნელია თანამოაზრეების პოვნა, ახალ კოლექტივში გაწევრიანება, ადამიანთა ჯგუფის ხელმძღვანელობა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების შეკრება. შესაძლოა მუშაობა დაიწყოთ სოციალური მედიის სფეროში. 19 აპრილს სავსემთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდება, ეს მოგზაურობის, უცხო ქვეყნების, უცხოელი ადამიანების, საბუთების და საერთაშორისო ბიზნესის სახლია. თუკი ამ კუთხით რაიმეს ელოდებით, აუცილებლად 19 აპრილს და ამ თარიღის შემდეგ მოხდება. მოსალოდნელია უცხოელების გაცნობა, მოგზაურობა, მივლინება, ავიაბილეთების შეძენა. შესაძლოა რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად გაემგზავროთ, მაგალითად ტაძრის მოსალოცად. ასევე მოსალოდნელია შემეცნებით ტურზე წასვლა. მარსი კი მთელი აპრილის განმავლობაში თქვენს მე-5 სახლში იქნება. ეს ბავშვების, ბედნიერების და სიყვარულის სახლია. მოსალოდნელია სპორტული აქტივობები ბავშვებთან ერთად ან ფიზიკური აქტივობებით დატვირთულ საკურორტო ტურზე წასვა. სურვილი გექნებათ ვინმეს გული დაიბყროთ, პაემანზე დაპატიჟოთ. მარსი აგრესიული პლანეტაცაა და შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს სასიყვარულო სამკუთხედებში მყოფი მერწყულებისთვის. ეს პლანეტა მოგცემთ გამბედაობას, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ და კონკურსებში მიიღოთ მონაწილეობა. აპრილი ძალიან კარგი თვეა საკუთარი ტალანტების გამოსავლენად და ახალი საქმის წამოსაწყებად. 22-23 აპრილს მზე ურანს შეუერთდება და თქვენს მე-4 სახლში იქნებიან. ეს უძრავი ქონების და საცხოვრებელი ადგილის სექტორია. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, სადმე გაემგზავროთ- მივლინებაში წახვიდეთ. მოსალოდნელია უეცარი იდეა გაგიჩნდეთ, რომ სახლში გახსნათ ბიზნესი ან დისტანციურად იმუშავოთ. ასევე შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. მოსალოდნელია ოჯახის წევრების შემადგენლობის ცვლილება. შესაძლოა რაიმე სიახლე შეიტყოთ მამათქვენის შესახებ ან იგი სტუმრად გეწვიოთ. ასევე, მოსალოდნელია ინფორმაცია შეიტყოთ დედმამიშვილისგან, რომ იგი ბავშვს ელოდება ან ქორწინდება.

თევზები
5 აპრილს ახალმთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდა, ეს ფინანსების სექტორია და მთელი ეს თვე სწორედ თქვენს შემოსავლებზე იქნება ორიენტირებული. მოსალოდნელია ახალი სამუშაოს დაწყება, კარგი თვეა სამსახურის გამოსაცვლელად. შესაძლოა საჩუქარი მიიღოთ ან თავად შეიძინოთ რაიმე ძვირფასი. მოსალოდნელია ახალი კლიენტების გამოჩენა და ერთობლივი თანამშრომლობა საინტერესო ბიზნეს პარტნიორთან.  თქვენს მეორე სახლში შევა მერკურიც 18 აპრილიდან. ამ პლანეტამ შესაძლოა უამრავი იდეა მოგცეთ. ამავე სახლში შევა ვენერა 21 აპრილს. ვენერა ფულს განაგებს, ამიტომ მისი შესვლა ფინანსურ სექტორში დამატებით თანხებს მოგიტანთ. თევზებისთვის აპრილში 4 პლანეტა მოგროვდება ფულის სექტორში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებთ და შემოსავლებიც გექნებათ. აღსანიშნავია, რომ მერკურიც და ვენერაც 18 აპრილამდე თქვენს ნიშანში იქნებიან. ვენერა თევზებში ძალიან ძლიერია და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გარეგნულად ძალიან ლამაზი იქნებით. კარგი პერიოდია სტილის, ვარცხნილობის და იმიჯის შესაცვლელად. აპრილის პირველი სამი კვირა იდეალურია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, შესაძლოა ახალი პარტნიორი გაიცნოთ ან თქვენს შეყვარებულთან/მეუღლესთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. 10-11 აპრილს ვენერა ნეპტუნს შეუერთდება და ეს 2 დღე განსაკუთრებით რომანტიული იქნება. დაგეგმეთ პაემანი, რადგან ფანტასტიურად ჩაივლის. ამ დღეებში შესაძლოა მუზაც გეწვიოთ. რაც შეეხება მეორე სახლს, იგი თავდაჯერებასაც განაგებს და ამ თვეში აუცილებლად აიმაღლებთ თვითშეფასებას, კარგად გაიაზრებთ საკუთარ უნარებს და ტალანტებს. კარგი თვეა ნებისმიერი სახის ბიზნესის წამოსაწყებად. 10 აპრილს იუპიტერი თქვენს მე-10 სახლშია და რეტროგრადული მიმარტულებით იწყებს მოძრაობას 11 აგვისტომდე. მე-10 სახლი კარიერის და სტატუსისაა. ამ პერიოდში მოსალოდნელია კონკრუსში მონაწილეობის მიღება თანამდებობის მოსაპოვებლად ან სოციალური სტატუსის შეცვლა, მაგალითად მზადება ქორწილისთვის. იუპიტერი თქვენი მმართველი პლანეტაა, ამიტომ ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ მოემზადოთ ახალი კარიერისთვის. შესაძლოა აგვისტოდან სრულიად ახალი საქმიანობა გელით და ეს მზადების პერიოდი დაგეხმარებათ იმაში, რომ ორჯერ უფრო ნაყოფიერი შედეგი მიიღოთ. თუ გამოცდები გელოდებათ წინ ან დიპლომის დაცვა, მაშინ იუპიტერი ამაშიც დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში. მარსი კი მთელი თვის განმავლობაში თქვენს მე-4 სახლშია. შესაძლოა სახლში რემონტი გააკეთოთ ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. მოსალოდნელია ბინის შეძენა/გაყიდვა. შესაძლოა სახლში ოფისის გახსნა გადაწყვიტოთ. მეოთხე სახლი ოჯახსაც განაგებს, ამიტომ მარსმა შესაძლოა სახლში კონფლიქტი შეგიქმნათ. მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან ჩხუბი საკუთარი ქონების ან ინტერესების დასაცავად. 19 აპრილს კი სავსემთვარეობა თქვენს მე-8 სახლში იქნება, ესეც ფინანსებს განაგებს. ამიტომ თევზებისთვის აპრილი მთლიანად ფულზეა ორიენტირებულია- მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება, კრედიტის არება/გასტუმრება, გრანტის აღება, ფინანსური დახმარების მიღება. 22-23 აპრილს მზე ურანს შეუერთდება თქვენს მე-3 სახლში იქნებიან. ეს ნაცნობობის სექტორია. ამ პერიოდში მოსალოდნელია უეცარი კონტაქტები, ისეთი ადამიანების გაცნობა, რომლებიც ძალიან დაგაინტერესებთ. შესაძლოა სრულიად უცნაური თემებით დაინტერესდეთ და შეისწავლოთ. ელოდეთ შოკისმომვგრელ სიახლეებსაც და დაუპატიჟებელ სტუმრებსაც. შესაძლოა, სპონტანუტარ, ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტოთ.

loading...