“სასაკლაოს ახალი ფორმაა! – უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გახსნა განათების გარეშე “

image
  • 1 413
ბათუმი ფოთის ავტობანზე გავლა საშიშია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკო ვალიშვილი წერს.

მისი თქმით, 55 ჯილომეტრიანი ახალი გზა, განათების გარეშე გაიხსნა, რად გადაადგილების უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

„მახსოვს ასეთი პოსტი ადრეც დავდე!

ქუთაისის ავტობანს ეხებოდა!

იმდენად საშიში იყო განათების გარეშე ის გზა, ყოველ წამს საფრთხის წინაშე ვიყავით!

ახლაც იგივეს ვწერ, უკვე ბათუმი ფოთის ახალ ავტობანზე, თუმცა უკვე გამოვაღწიეთ მე ჩემმა ქმარმა და 10 თვის ანამ საშიში და ბნელი 55 კმ.იანი გზიდან და აღარ ინერვიულოთ!

განათებული ბლექ სი არენადან გიზიარებთ დარდს!

წინა პოსტის დროს მეგონა პირველი სამუშაოა, გამოუცდელები არიან, ეჩქარებათ და ალბათ ამიტომ გახსნეს განათების გარეშეთქო! თუმცა, როგორც ჩანს არაპროფესიონალიზმი, ზედაპირული მიდგომა საქმისადმი, საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება და ტრიპაჩი, რომ რამე ახალს ვაკეთებთ ქართველების კარმაა!
loading...

როგორც ყვითელი ავტობუსების პროტესტზე ,,შემომივარდა” ვიღაც კომენტარებში და მითხრა, გვაცადეთ ბატონო 2017 წლის იანვრამდე – სულ ახალი მერსედესებით ჩანაცვლდება ეს ,,კიბო” ტრანსპორტიო და აღარ ვიცი მერამდენე წელია ვიწამლებით, ასე უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გახსნა მთავარი-განათების გარეშე სასაკლაოს ახალი ფორმაა! საერთოდ ვინ მოგცათ უფლება, ასე მოექცეთ საკუთარ მოქალაქეებს?! სად გინახავთ ავტობანი განათების გარეშე? დააწერეთ მაინც რომ არ არის განათება, მთვარე იყოს თქვენი მფარველიო და ჩვენ გადავწყვიტავთ, გვინდა თუ არა ასე მგზავრობა!

როდემდე შეიძლება არ გვქონდეს პარკები, ვახმობდეთ უთვალავ ხეს, ვხსნიდეთ სიკვდილის ავტობანებს, დავდიოდეთ და ვაფრქვევდეთ ტყვიას რომელსაც 1 მეტრის სიმაღლეზე ჩვენი შვილები სუნთქავენ!

გავიდა სისხლიანი 9 წლის მერე 6 – და მე მგონი დროა სწორი პრიორიტეტები გქონდეთ!“ -წერს თაკო ვალიშვილი.


loading...