მზიანი ამინდები საქართველოში წვიმით, ქარით და სეტყვით იცვლება

image
  • 1 630
გარემოს დაცვის თანამშრომელთა განცხადებით, დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერი ამ კვირაში მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდება. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა იკლებს და დროდადრო წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
loading...
განსაკუთრებით ამინდის გაუარესება 17-18 აპრილს არის მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში კო - მოთოვს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ქარს ელოდებიან, რომლის სიჩქარე დედაქალაქის გარეუბნებში 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთში არც სეტყვას გამორიცხავენ.

loading...