მე არ ვარ მკვლელი - ბიჭი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული, ღია წერილს ავრცელებს

image
  • 16 968
გუ­და­ურ­ში, სრი­ა­ლის დროს შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. წე­რილ­ში ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნე­ბი წე­რენ, რომ მათი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ორი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი დევ­ნა და მათ უსა­ფუძ­ვლოდ აბ­რა­ლე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას, კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას და მოს­ყიდ­ვას.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რი­ლი რომ­ლი­თაც გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, ერთი თვის წინ და­ი­წე­რა, მაგ­რამ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა მი­სი­ვე ად­ვო­კა­ტის თხოვ­ნით, რად­გან ად­ვო­კა­ტი თვლი­და, რომ ეს წე­რი­ლი ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის.

"მე ვარ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და მე არ ვარ მკვლე­ლი.

გა­დავ­წყვი­ტე ორ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ ხმა ამო­ვი­ღო და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო იმ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და უსა­მარ­თლო კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ი­ცე­მა ტენ­დენ­ცი­უ­რი და ცალ­მხრი­ვი სი­უ­ჟე­ტე­ბი, სა­დაც მო­მიხ­სე­ნი­ე­ბენ მკვლე­ლად, ნა­ძი­რა­ლად და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნად.


ყო­ველ­თვის მჯე­რო­და იმის, რომ სა­სა­მარ­თლო იყო და­ვის გა­და­წყვე­ტის და სი­მარ­თლის დად­გე­ნის ბოლო ინ­სტან­ცია. ამი­ტომ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი დუ­მილს და ვცდი­ლობ­დი ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვედ­რო­დი ყვე­ლა გან­საც­დელს. მაგ­რამ დად­გა დრო, როცა სი­ჩუ­მე უნდა და­ვარ­ღვიო და დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გიყ­ვეთ ჩემი საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი.

წი­ნას­წარ გთხოვთ მო­მი­ტე­ვოთ ჩემი ზედ­მე­ტი ემო­ცია და აღელ­ვე­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია ვხე­დავ და ვის­მენ, თუ რო­გორ მლან­ძღა­ვენ არა მხო­ლოდ მე, არა­მედ მთელ ჩემს ოჯახს, ჩვენ უკვე ვი­ქე­ცით დევ­ნი­სა და სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცხყო­ფის ობი­ექ­ტე­ბად.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ ბრა­ლი წა­მი­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუმ­ცა, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ მცნო წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­ში და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხი, მე­დია, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და მიმ­დი­ნა­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას.

ყვე­ლა­ფე­რი 2016 წლის 10 იან­ვარს და­ი­წყო, დაბა-გუ­და­ურ­ში, სა­დაც ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ისე მოხ­და, რომ ტრა­სა­ზე სრი­ა­ლი­სას ვერ და­ვი­მორ­ჩი­ლე თხი­ლა­მუ­რი, წა­ვი­ქე­ცი და და­ვე­ცი თა­ვით, რის შემ­დე­გაც გა­და­უ­დე­ბე­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით წა­მიყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, რო­გორც შემ­დგომ­ში გა­ირ­კვა, თა­ვის მძი­მე ტრავ­მით, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­მა­თავ­სეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ჩემ­მა ოჯახ­მა გა­ი­გო, რომ არ­სე­ბობ­და ეჭ­ვე­ბი, თით­ქოს მე ვი­ყა­ვი მო­ნა­წი­ლე იმა­ვე დღეს მომ­ხდა­რი შე­ჯა­ხე­ბი­სა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უკონ­ტაქ­ტო ვი­ყა­ვი, ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. ამას­თან, ჩემი ტრამ­ვა და თვითმხილ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეჭ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ადას­ტუ­რებ­დნენ. და­კი­თხვე­ბი და­ი­წყო მა­ნამ, სა­ნამ მე გონ­ზე მო­ვი­დო­დი და რა­ი­მე ტი­პის კონ­ტაქტს შევ­ძლებ­დი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, როცა ფი­ზი­კუ­რად შევ­ძე­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მეც და­მი­ბა­რეს და მოვ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, რაც მახ­სოვ­და.

მე თა­ვად გან­ვა­ცხა­დე, რომ იმ ტრა­გი­კულ დღეს, დი­ლით, ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზით მი­ვი­ღე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. ამ ფაქტს ხაზი გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­ვუს­ვა, რად­გან დღემ­დე ყვე­ლა­ნი: პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხი, მე­დია და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი - ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ იმ ფაქ­ტზე აპე­ლი­რე­ბენ, რომ, თით­ქოს­და, მე მთვრა­ლი ვი­ყა­ვი. ეს ასე არ არის! და... რაც მთა­ვა­რია, ეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, თო­რემ ალ­კოჰო­ლის დოზა იმ­დე­ნად მცი­რე იყო, რომ სის­ხლის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ სის­ხლში ალ­კოჰო­ლის არ­სე­ბო­ბა არ და­ა­დას­ტუ­რა. თა­ვად გან­სა­ჯეთ - ეს ფაქ­ტი აჩ­ვე­ნებს თუ არა ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის პა­ტი­ოს­ნე­ბას და ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის დად­გე­ნის სურ­ვილს.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩემს ტან­საც­მელს, სა­თხი­ლა­მუ­რო ეკი­პი­რე­ბას, გარ­დაც­ვლი­ლის ტან­საც­მელს, მის ეკი­პი­რე­ბას და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბულ ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთს ჩა­უ­ტარ­და ათამ­დე ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­თა­გა­ნაც არ­ცერ­თი არ ადას­ტუ­რებს ჩემი და გარ­დაც­ვლი­ლის შე­ხე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მის მა­სა­ლებ­ში წე­რია და მისი გან­ხილ­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­და­ოდ არას­დროს არ გა­უხ­დია.
loading...
სი­მარ­თლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ვუ­თხრა ისიც, რომ მე და­ბა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხელი მო­მე­წე­რა გან­რი­დე­ბის დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რაც იმა­ვე წუ­თი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ყო­ველ­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან. გან­რი­დე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ზე­ზი იყო ის, რომ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის მო­მენ­ტში ვი­ყა­ვი 19 წლის და არ­სე­ბუ­ლი მუხ­ლი მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას. პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­თხოვ­და ხელი მო­მე­წე­რა სა­ბუთ­ზე, რო­მე­ლიც ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მთა­ვა­ზობ­და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას. მე იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან კარ­გად მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში წინ მე­ლო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. თუმ­ცა, მა­ინც მტკი­ცე უარი გან­ვა­ცხა­დე, რად­გან უპირ­ვე­ლე­სად, მინ­დო­და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის გზით გარ­კვე­უ­ლი­ყო და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო ჩემი სი­მარ­თლე და ამას­თან ერ­თად, მჯე­რო­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის.

ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნე­ბი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე: საქ­მის და­წყე­ბი­სას ვი­ყა­ვი 19 წლის და საქ­მის და­სას­რულს 22 წელს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ვის­მი­ნეთ უამ­რა­ვი პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, და­ი­კი­თხნენ სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტში გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ტრა­სა­ზე იმ დროს მყო­ფი ბავ­შვე­ბი და ზრდას­რუ­ლე­ბი. გა­მოქ­ვეყ­ნდა ექპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და მო­ვის­მი­ნეთ პრო­კუ­რო­რის ბრალ­დე­ბე­ბი.

ყვე­ლა მოწ­მე ერ­თხმად აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას და­იღ­ვა­რა უამ­რა­ვი სის­ხლი, გა­მო­იკ­ვე­თა შე­ჯა­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სუ­რა­თიც. სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად კი ჩემი სის­ხლი სა­ლო­მეს ტან­საც­მელ­ზე არ აღ­მოჩ­ნდა, არც ჩემს ტან­საც­მელ­ზე - სა­ლო­მეს სის­ხლი. და სა­ერ­თოდ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას არა­ნა­ი­რი ჭრი­ლო­ბა, მო­ტე­ხი­ლო­ბა ან სხვა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბა არ მქო­ნია, რაც შე­საძ­ლო შე­ჯა­ხე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ეწ­ვია, ერ­თა­დერ­თი გახ­ლდათ თა­ვის მძი­მე ტრავ­მა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ცე­მის მო­მენ­ტში.

უამ­რა­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ჯა­მე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ გა­მო­ა­ცხა­და გა­ნა­ჩე­ნი და უდა­ნა­შა­უ­ლოდ მცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში (AMBEBI: თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა და 12 წლის გო­გო­ნას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სრი­ა­ლებ­და, რა­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია).

რო­გორც წესი, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი იყოს მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, რო­მე­ლიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ აქ­ტში და არის სის­ხლის სა­მარ­თლის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი, თუმ­ცა ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე არ მოხ­და - სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­და­ი­ცა სი­უ­ჟე­ტე­ბი, სა­დაც მე მო­მიხ­სე­ნი­ებ­დნენ, რო­გორც მკვლელს, მი­წო­დებ­დნენ ნა­ძი­რა­ლას, აჩ­ვე­ნებ­დნენ ჩემს ფო­ტო­ებს და გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას. მათი გან­ცხა­დე­ბით, მე, თით­ქოს­და პრა­ღა­ში ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გა­მა­პა­რეს მშობ­ლებ­მა მა­შინ, რო­დე­საც, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე აქ ინ­ცი­დენ­ტამ­დე ორი წლით ადრე ჩა­მო­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ.

აქვე მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კი­დევ ერთ უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბას, რა­ზეც თით­ქმის ყვე­ლა წერს და სა­უბ­რობს... კერ­ძოდ, თუ რა­ტომ არ მი­ვიდ­ნენ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად სა­ლო­მეს ოჯახ­ში. მსურს გან­ვმარ­ტო - ერთი, რომ მათ თავს უფ­ლე­ბა ვერ მის­ცეს ჩემს მა­გივ­რად მო­ე­ხა­დათ ბო­დი­ში, რად­გან ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და იმ და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ იყო დად­გე­ნი­ლი და რო­მელ­შიც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ეპა­რე­ბო­დათ ეჭვი და თან, იუ­რი­დი­უ­ლად, და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კონ­ტაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვლი­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბად და ძი­ე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბელ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ამ ბრალ­დე­ბის მო­რა­ლურ მხა­რეს და ჩვენს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას უგუ­ლო­ბა­სა და მომ­ხდა­რის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა­ში, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და გან­მარ­ტე­ბაც კი მი­ჭირს, რად­გან ღმერ­თია მო­წა­მე იმ გულ­წრფე­ლი წუ­ხი­ლი­სა და გან­ცდე­ბი­სა, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონ­და და გვაქვს მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო, უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია გრძნო­ბის გად­მო­სა­ცე­მად.

რაკი ოჯა­ხი ვახ­სე­ნე, ისიც მინ­და ვთქვა, რომ მე უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ღელ­ვებს თბი­ლის­ში მყო­ფი ჩემი ოჯა­ხის ბედი, მა­დარ­დებს მათი უსაფრ­თხო­ე­ბა. სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და სი­ძულ­ვი­ლის ენა გას­ცდა ყო­ველ­გვარ ფარ­გლებს. ზო­გი­ერ­თი ჩემს სი­ცო­ცხლეს და­უ­ფა­რა­ვა­დაც კი ემუქ­რე­ბა. აი, ამი­ტომ მე აღარ მაქვს გა­ჩუ­მე­ბის უფ­ლე­ბა" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი წე­რილ­ში.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო და ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე მი­უ­სა­ჯა ახალ­გაზ­რდას სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გუ­და­ურ­ში 2016 წლის 10 იან­ვარს მოხ­და. 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვილს სრი­ა­ლის დროს დიდი სის­წრა­ფით შე­ე­ჯა­ხა 18 წლის მო­თხი­ლა­მუ­რე ბიჭი. სა­ლო­მე ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კი და­შავ­და. შემ­თხვე­ვი­დან 2 წლის შემ­დეგ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს, რაც სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის ოკახ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ა­პე­ლა­ცი­ოს გა­ნა­ჩე­ნი - მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ 12 წლის გო­გო­ნას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სრი­ა­ლებ­და, რა­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

loading...