“ეს ბიჭები, დედამ მიატოვა, მამა ლოთი…ბიჭს უთქვამს რაღაც მიბიძგებს თვითმკვლელობისკენო…. პურის გარდა მშობლის სიყვარული აკლიათ ამ ბავშვებს” – იღუმენია თამარი 15 წლის შალვას ტრაგედიაზე

image
  • 4 968
იღუმენია თამარ გამყრელიძე 15 წლის შალვას შესახებ წერს:

” შაბათის კურიერის ანონსის გამოხმაურებების საპასუხოდ მინდა მოგითხროთ, რომ ეს ძმები რამდენიმე წელია რაც საპატრიარქოს სალხინოს გიმნაზიიდან საჯარო სკოლაში გადავიდნენ. გიმნაზია-პანსიონში 5 ჯერადი კვება და ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის: ექიმი, მოვლა, ჩაცმა და ა.შ. (ზოგიერთი მშობელი სიცხინ ბავშვსაც კი უშვებს სკოლაში, იცის რომ სითბო, ექიმი და წამალი არ მოაკლდებათ; ზოგიერთი მოსწავლე ძალიან გაჭირვებული და უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახიდან არის); დედამ მიატოვა; მამა ლოთი; ბაბუა უვლიდა… ქათმებიც კი ვუყიდეთ, რომ შაბათ-კვირას კვერცხი ქონოდათ ბავშვებს (ორშაბათიდან პარასკევამდე გინმაზიაში ცხოვრობდნენ), ვცდილობდით შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით პატარებს. ახლობელმა კომპიუტერიც უყიდა და გაახარა ბიჭები. რაც გაიზარდნენ და სკოლა შეიცვალეს ურთიერთობა გაწყვიტეს ეკლესიასთან. მეზობელმა მითხრა ასე ამბობდა რაღაცა ხმა მიბიძგებს თვითმკვლელობისკენო და აი…. და რამდენი ოჯახია დღეს ასეთ მდგომარეობაში…. დედა სადღაც ან სამუშაოდ ან…. მამები უმუშევრები და სმაში ეძებენ შვებას… მშობლებს ვერავინ ვერ შეცვლის, როგორც არ უნდა ვეცადოთ…. ძალიან ბევრი ბავშვია დღეს ამ მდგომარეობაში და ეს გამოწვეულია საყოველთაო გაჭირვებით, მშობები ლუკმა-პურის საშოვნელად გადიან და ბავშვები მარტო რჩებიან ამ საშინელ რეალობაში; პურის გარდა მშობლის სითბო და სიყვარული აკლიათ ამ ბავშვებს…
loading...
მარტვილის წმ. ნინოს დედათა მონასტერში უფასო სასადილო ფუნქციონირებს. მოდიან, ვაპურებთ და შეძლებისდაგვარდ სახლშიც ვატანთ საჭმელს. ვისაც არ სცხვენია მოდის (მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ეპარქიებიდანაც მოდიან მოწყალებაზე) ….
პარასკევობით, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე თავისი და-ძმით, რომლებიც მარტვილის საჯარო სკოლაში სწავლობენ, მონასტერში მოდიან სანამ სახლში წავლენ, ვაპურებთ და თან ვატანთ საჭმელს, რომ შაბათ-კვირას მშივრები არ იყვნენ…. მე დარწმუნებული ვარ ასევე ეხმარებიან სხვა მონასტრებიც გაჭირვებულებს, უბრალოდ ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, დღეს აქ წაკითხულმა კომენტარებმა მიბიძგეს ეს ყველაფერი მომეთხრო….
ამ გაჭირვებას რაც დღეს საქართველოშია სხვანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება….

ყველას მინდა მივმართო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ღვთისთვის და რა გასაჭირიც არ უნდა გქონდეთ არ იფიქროთ თითმკვლელობაზე!
მარტვილელებს კი, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოგმართავთ: ნუ შეგრცხვებათ, ყოველთვის გაგიყობთ ლუკმა-პურს…” – წერს იღუმენია.

წყარო:Igumenia Gamkrelidze

loading...