ჭურჭლის რეცხვა სტრესს ამარცხებს - მეცნიერული დასკვნა

image
  • 3 146
ადამიანების დიდ ნაწილისთვის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, მაგრამ გირჩევთ, ეს საქმე შეიყვაროთ, რადგანაც ახალი კვლევის მიხედვით, ის გვეხმარება განტვირთვაში და დამღლელი დღის ბოლოს სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დამღლელი დღის ბოლოს თუ ჭურჭელს გარეცხავთ, სტრესისგან გათავისუფლდებით, გონებას დაასვენებთ და თავს უფრო კარგად იგრძნობთ. მეცნიერების თქმით, ჭურჭლის რეცხვით ადამიანები ისე თავისუფლდებიან სტრესისგან და დეპრესიისგან რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.
loading...
ადამიანის განწყობაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ჭურჭლის სარეცხი საშუალების სუნი და წყლის ტემპერატურა.

მკვლევარების თქმით, განსაკუთრებულ სარგებელს ჭურჭლის რეცხვით მაშინ მიიღებთ, თუ მთლიანად კონცენტრირდებით ჭურჭლის რეცხვაზე და არაფერზე არ იფიქრებთ - „ასეთ შემთხვევაში თქვენი გონებიდან ყოველგვარი ნეგატივი განიდევნება, პოზიტივით ივსებით, სასიამოვნო განცდა გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ“, - ამბობენ მკვლევარები.

კვლევის მიხედვით, ჭურჭლის რეცხვა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამ დროს 27%-ით უფრო მშვიდები ხდებით და 25%-ით უფრო მდგრადები ხართ ფსიქოლოგიურად.

loading...