„ჯიბე, ჩანთა, ყველაფერი მოწმდება“ - რას ეძებს პოლიციელი მეტროში

image
  • 1 623
„თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი, დავით სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეტროსადგურში „დიდუბე“ ხალხს შემოწმების გარეშე არ უშვებენ.

„დილა მშვიდობისა თბილისელებო. მეტროში არ შეხვიდეთ, ავი ძაღლია
ეს ამბავი აღბეჭდა პატარა ხნის წინ Dato Laghidzeმ. სანამ გადაიხდი, ჯერ ფოლის ჩეკი უნდა გაიარო - ჯიბე, ჩანთა, „ნასკი“, ანუსი - ყველაფერი მოწმდება“ - წერს სუბელიანი.

ჩვენი ინფორმაციით, მეტროში საპატრულო პოლიცია იმ პირებს ჩხრეკს, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. ასეთ დროს კი, მხოლოდ გარეგანი დათვალიერება ხდება.