გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები... ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძეს

image
  • 3 313
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის განცხადებას ეხმიანება.

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება 17 მაისს, სპეციალურად დაამთხვია და დაგეგმილ კონცერტზე არ იმღერებს.

„ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალია და მადლობა უფალს, თუ შეგვაძლებინებს. უფალს მადლობა-თქო, რადგან მის გარეშე ჩვენს სამშობლოს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ...
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ დგება გადამწყვეტი წამი, როდესაც თავდადება და ერთგულება ყველაზე მეტად სჭირდება. მარტყოფისა და მარაბდის ომების გმირი იყო ზურაბ არაგვის ერისთავი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენად შეუპოვარი და კარგი მეომარი, დაჭრილმაც კი არ მიატოვა ბრძოლის ველი, სიკვდილის წრეში იტრიალა თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა მამულს, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს და მის შემდგომაც, ლამის თავი მოჰკვეთა ქვეყანას, განუდგა, უღალატა და იმ განდგომამ ბევრი სისხლი ადინა ჩვენს სამშობლოს. ქართველმა ერმა კი არ აპატია ეს ჩავარდნა...
პატრიარქის სიყვარული სწორედ მისი კურთხევის აღსრულებაშია ბოლო ამოსუნთქვამდე და არა მისი პოზიციის აწონ-დაწონვაში, აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, რამეთუ ერს, რომელსაც უფალმა მოჰმადლა ასეთი სულიერი მოძღვართმოძღვარი, ვალდებულია დაუფასოს ზეციერს მადლი და ბოლომდე უერთგულოს...
17 მაისს ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ ამ გზით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს მოძალადე, გარყვნილი ხალხისგან, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე უზნეობას ამკვიდრებენ და სიბილწეს თესავენ. ასეთ დროს, ყველა ერთად უნდა იდგეს - მომღერალიც და მეეზოვეც, პრეზიდენტიც და მიწის მუშაც, მღვდელიც და მრევლიც - სხვანაირად გადაგვთელავენ...
ღმერთმა დაგვიფაროს, ზიზღის ენით გელაპარაკებოდეთ, პირიქით, გვიყვარხარ თამარ !!!
მხოლოდ, ნება მოგვეცი, დედაეკლესია და სამშობლო უფრო მეტად გვიყვარდეს !!!
იმღერებ თუ არ იმღერებ, მაგით არაფერი აღარ იცვლება...
შენ გული გატკინა ხალხის რეაქციამ და გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები...
loading...
იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ ქართველ ერსაც ეტკინა, როცა შეიტყო, რომ თამრიკო ჭოხონელიძე ვერ იქნებოდა მის გვერდით იმ ბრძოლაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე აკეთებს ერი...
დადექი, სადაც აქამდე იდექი ერთგულად, სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯია, ქართველი ერი კი უსაშველოდ მიმტევებელი და მოსიყვარულე...
ერთ წამში შეუძლია ყველაფრის პატიება, თუ სამშობლოსთვის თავს გაიმეტებს ქართველი...“, - წერს ზვიად სეხნიაშვილი.

თამარ ჭოხონელიძემ თქვა, რომ კონცერტში მისი მონაწიელობა იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია. ასევე განმარტავს, რომ არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას.

მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორისო მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

loading...