რა უნდა იცოდეთ, თუ გველმა გიკბინათ. რჩევა

image
  • 3 624
თბილისში პირველი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურდა, თუმცა გასულ წელტან შედარებით, სტატისტიკური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია.

იმ შემთხვევაში, თუ გველმა ადამიანის უკბინა, საჭიროა ნაკბენის ზედაპირული დამუშავება, რადგან შხამიანი გველები თბილისში არის. შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი განსხვავდება არაშხამიანისგან. შხამიანის გველის შემთხვევაში ადამიანის სხეულზე ორი ნაკბილარი რჩება.

არაშხამიანი გველის დაკბენის შემთხვევაში - რამდენიმე ნაკბილარი.

შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, აუცილებელია დაწვეთ და იყოთ უძრავად, ამ დროში კი გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. რათა, არ განვითარდეს შხამით სისხლის მოწამვლა.
loading...
რაც შეეხება მკურნალობის პერიოდს - ამ დროის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი. აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ასევე შესაძლებელია, რომ შხამიანმა ნაკბენმა გამოიწვიოს ალერგიული ფონი და საჭიროა ანტიალერგიული პრეპარატის მიღება.

რაც შეეხება გიურზას ნაკბენს. - თუ გიურზა უკბენს ადამიანს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იკვლევენ რა რაოდენობის შხამმა შეაღწია ორგანიზმში, ქვეწარმავლის სიდიდეს სწავლობენ და ამის შემდეგ ტოქსიკოლოგი ადგენს რა რაოდენობის ანტიუგიურზენი უნდა შეუშვას ორგანიზმში.

loading...