მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის განაჩენი ცნობილია

image
  • 356
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.

ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა.

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა.

შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.
კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

2017 წლის ოქტომბერში კვირიკაშვილს სასამართლომ 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.