თუშეთის გზაზე დაშავებული და დაღუპული საქართველოს მოქალაქეები არიან

image
  • 853
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

უწყების ცნობით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი, 1984 წელს დაბადებული კაცი, საქართველოს მოქალაქე. ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია და გადაყვანილია საავადმყოფოში.
loading...
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე სიმაღლიდან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

loading...