ასეთი გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერ საქმროს

image
  • 5 739
როგორც იცით, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, ცნობილი მილიონერის კობა ნაყოფიას ვაჟის, ნიკა ნაყოფიას შეყვარებულია და შესაძლოა წყვილი მალე დაოჯახდეს კიდეც.

ამის შესახებ პირველად სწორედ "რეიტინგის" მკითხველისთვის გახდა ცნობილი. ნანუკა პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის გაურბის და სოციალურ ქსელში არც ნიკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

მოდელმა ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ხალხს მადლობა გადაუხადა.

"0.06.89 მადლობა კომპანიებს რომლებიც მუდამ გვერდში მიდგანან! პს:ყველაზე მნიშვნელოვანს ჩემთვის დავიტოვებ ... " - წერს ნანუკა.

საქმე ის გახლავთ, რომ 10 ივნისი, მისი შეყვარებულის ნიკა ნაყოფიას დაბადების დღეა. მოდელმა მას დაბადების დღეზე მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სამსახურში გულის ფორმის ბუშტებით და ტორტით ესტუმრა, რომელსაც დედამიწის ფორმა ჰქონდა, დედამიწაზე კი ნიკას მსგავსი მამაკაცი დგას.

როგორც იცით ნანუკა გოგიჩაიშვილი ბოლო წლებში ხატვამ გაიტაცა და ამ საქმეშიც ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც პოდიუმზე და ტელევიზიაში.

ნანუკას არაერთ ქვეყანაში ჰქონდა გამოფენა. ცოტა ხნის წინ, კი მისი დიზაინით ოქროს სამკაულები შეიქმნა, რომელიც ნიკა ნაყოფიას ოჯახის კუთვნილი კომპანიასთან "ზარაფხანასთან" ერთად შექმნა.