დემეტრეს თვალის ფასი არ არის არც ის შენობა და არც რუსეთის ფედერაცია ჩემთვის“ - გიორგი გასვიანი

image
  • 580
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ, რომელმაც თვალი დაკარგა სოციალურ ქსელში წერს:

„მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება.

ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს!

მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი...!!! მამაჩემიც ამან იმსხვერეპლა სოხუმში.. აეროპორტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა...

და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში!!!“

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბიჭი, რომლის შესახებაც გიორგი გასვიანი წერს, დემეტრე ნაყოფიაა. ის ანტისაოკუპაციო პროცესების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა.

ცნობისთვის, რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.
loading...

loading...