გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

image
  • 539
ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტი მძიმე სენს რამდენიმე წელი ებრძოდა. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა გოგიჩა მაინც ყველას „ბასტი ბუბუთი“ დაამახსოვრდა... გიორგი 50 წლის იყო.

გიორგის მისი განუყრელი სატელევიზიო პარტნიორი - ბაბილინა, ნატო სულხანიშვილი იხსენებს.
loading...
ნატო სულხანიშვილი: - რა გითხრათ... არაჩვეულებრივი, კეთილშობილი,  თბილი, კაცთმოყვარე ადამიანი იყო. კარგი მეგობარი, რომელიც სულ, ყველა სიტუაციაში მზად იყო დაგხმარებოდა. ბოლოს „ელისის ზღაპარი“ ერთად მიგვყავდა. მერეც შევხვდით, ვილაპარაკეთ. ბოლოს სატელეფონოდ ვურთიერთობდით. არ უნდოდა ადამიანის შეწუხება... რომ ინატრებ, ნეტა ასეთი მეგობარი მყავდესო, ასეთი იყო „გოგიჩა“...

„პრაიმტაიმი“ კოლეგის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

loading...