რამზან კადიროვის რეაქცია პუტინისთვის დედის შეგინებაზე

image
  • 6 510
გიორგი გაბუნიას საწამყვანო ტექსტმა გუშინდელ გადაცემაში PS, ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვიც აღაშოფოთა. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

„ის არც კავკასიის შვილია, არც კაცი, არც მთიელი. კავკასიაში კაცები ასეთ სიტყვებს მოსისხლე მტრებსა არ ეუბნებიან. გაბუნია - დაბადეებით მშიშარა და უსქესო არსებაა. ეს ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - აცხადებს კადიროვი.

მისი აზრით, ეს ჟურნალისტის პირადი ინიციატივა არ იქნებოდა და ის არხის, ან დაინტერესებული პირების მიერ დაიგეგმა. „სხვა შემთხვევაში მას მაშინვე მოხსნიდნენ არხიდან“, - ამბობს ის.

კადიროვი მიიჩნევს, რომ პუტინთან ერთად ჟურნალისტმა მთელ რუს ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ამის გამო საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საჯაროდ, ოფიციალურად უნდა მოიხადონ ბოდიში, ტელეწამყვანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
„სხვა შემთხვევაში, სამ დღეში უნდა დაიკეტოს ყველა გზა და ბილიკი საქართველომდე და საქართველოდან. გაბუნია უნდა გადამალონ, რადგან პირველივე შემხვედრმა შეიძლება დამართოს ის, რაც მან დაიმსახურა“, - წერს კადიროვი.

7 ივლისს გადაცემაში PS ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს თავის ენაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არხმა ამის გამო ბოდიში მოიხადა და გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.