ვინ ვის შეცვლის - „იმედში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ახალი დეტალები

image
  • 1 435
ტელეკომპანია „იმედში“ მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ჟურნალისტი ინგა დადიანი შეცვლის.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების - “ქრონიკა“ 20:00 საათზე - წამყვანად ლევან ჯავახიშვილთან ერთად ხატია ქვათაძე განიხილება.

ახალი სატელევიზიო სეზონიდან არხზე იგეგმება დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუც, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა გაუძღვება. ის ამჟამად „პირველი არხის“ გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტია.

ტელეკომპანიაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. გიორგი ცხვიტავამ კი გვითხრა:
loading...
„ამჟამად ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ახალ კვირაში“, სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ მაისში ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.

loading...