კოშმარი ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - 2 გარდაცვლილი და 11 დაშავებული, ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა (ვიდეო)

image
  • 1 405
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და 11 დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი "მინივენი" ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

პირველადი ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.
loading...
მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრასპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კადრებს მარიკა ხიდურელი საკუთარ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

loading...