აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია

image
  • 208
აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშიალეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე  გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.

რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „არენა“ ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, - განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.
loading...

loading...