რას გვირჩევენ ვარსკვლავები - 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

image
  • 736
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:48-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე
– სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ოჯახური ტრადიციების გასახსენებლად, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაების დასაწყებად, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების გასამართად და საკუთარი მოთხოვნების წასაყენებლად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი კაპიტალის დაბანდება და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით მხედველობას და მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადატვირთვას, არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, ხილით და ბოსტნეულით, უცხიმო თევზით და ხორცით.
loading...

დღის ფერები და მინერალები
– წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გააძლიერებენ წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისა და სასწორისთვის, შედარებით რთული დღე ელით კუროს და თევზებს.

loading...