ბოლო ინფორმაცია თუშეთიდან: ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

image
  • 5 595
თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.
loading...
ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა. ავარიის ადგილას 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

loading...