"4 მანქანა შეასკდა ერთმანეთს, "მერსედესი" დაიკუჭა ადგილზე, ორი ბავშვი იჯდა..." - თვითმხილველი რიკოთიდან საშინელი ავარიის კადრებს ავრცელებს

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 8 032
საშინელი ავარია მოხდა რიკოთზე ჩემ თვალწინ...
4 მანქანა ერთმანეთს შეასკდა, "მერსედესი" დაიკუჭა ადგილზე, მძღოლი ვერ გადმოვიყვანეთ, ორი ბავშვი იჯდა, მაგრამ მსუბუქი დაზიანება მიიღეს ბავშვებმა", - დაწერა "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში ინტერნეტმომხმარებელმა, რომელიც თავად შეესწრო ფაქტს. მისგანვე გახდა ცნობილი,
რომ საბედნიეროდ, საშინელი ავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ინტერნეტმომხმარებელმა ვიდეომასალა გასულ ღამეს გამოაქვეყნა.