"კარგად დაიმახსოვრეთ ეს ქალი სახეზე..." - ეს ის ფოთელი ძიძა, რომელიც ბავშვზე ძალადობდა

image
  • 8 327
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალიურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ფოთშია გადაღებული და ჩანს, რომ მცირეწლოვან ბავშვს ძიძა უხეშად ექცევა, აიძულებს რომ ჭამოს და გაჩუმდეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ბავშვის დედამ გაავრცელა.

გამოძიება ძალადობის მუხლით წარმოებს, შსს ცნობით საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.