"ნინო, არ მომკლა-თქო, მომეხმარე, ნინო-მეთქი" - 26 წლის რძალმა დედამთილი გაძარცვა

image
  • 6 058
ქურდობა ზუგდიდში - რძალმა დედამთილს 7 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომლებიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.