A’Studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ პირველად აღიარა გუფთან სასიყვარულო რომანი - "საშინელებაა როცა გენატრება"

image
  • 641
გუშინ, სოჭში გამართულ "ახალი ტალღა -2018"-ის ფესტივალზე, მუსიკალური ჯგუფის - A’Studio-ს შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, მუსიკოსები სერგეი ლაზარევი, ფილიპ კირკოროვი, ლერა კუდრიავცევა, ლეონიდ აგუტინი და სხვა ვარსკვლავები.

"A’Studio"-ს სოლისტმა, 31 წლის ქეთა თოფურიამ, არა მარტო ჩაცმის უცნაური სტილით გააოცა საზოგადოება, არამედ იმითიც, რომ მომღერალმა, პირველად გააკეთა კომენტარი, 38 წლის რეპერ გუფთან რომანის შესახებ. ქეთა საღამოზე, მოკლე შორტებით და მაისურით პოზირებდა.

ტელეარხი «МУЗ ТВ»-თან ინტერვიუში, მსახიობმა პირველად აღიარა გუფთან რომანი და განაცადა, რომ მისი შეყვარებული გარკვეული მიზეზის გამო, არ ესწრება ფესტივალს.

"ლიოშას, არ უყვარს ასეთი საღამოები, მე, ვთხოვე წამოსვლა, მაგრამ მან მიპასუხა: - "არ მაქვს სურვილი. მე სახლში დავრჩებიო" - აღიარა ქეთამ.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ამდენი ხნის განმავლობაში, ერთმანეთის გარეშე, რაზეც ქეთამ უპასუხა, რომ პირიქით, მათთვის ეს უკეთესი იყო:
loading...
"საშინელებაა, როცა გენატრება. როცა ორი კვირა ნერვიულობ და განიცდი, ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა ორი, სამი კვირა, ერთმენეთის გარეშე ხართ, ეს რთული გადასატანია, თან როცა ერთმენეთზე ხართ მიჯაჭვულები" - ამბობს ქეთა.

თოფურიამ ასევე აღნიშნა, რომ წყვილი, ხშირად ეკონტაქტება ტელეფონით ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქეთა, ყოფილ მეუღლეს, ლევ გეიჰმანს გასული წლის შემოდგომაზე, ოფიციალურად გაეყა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს, რეპერ გუფთან აქვს რომანი. წყვილი, ერთად ისვენებდა კიდეც, მაგრამ ურთიერთობას, არ აღიარებდნენ, ამბობდნენ რომ უბრალოდ, კარგი მეგობრები იყვნენ.

დახლოებით, ორი თვის წინ, მომღერალმა "ინსტაგრამზე", პირველად გამოაქვეყნა, გუფთან გადაღებული ფოტო, რაც იმის მაუწყებელია, რომ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებია.

იხილეთ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:















loading...