ბავშვზე თავდამსხმელ ქალს შავი მაისური და ღია ფერის შარვალი აცვია - მცირეწლოვანზე თავდასხმის ახალი ვიდეო-კადრები

image
  • 4 839
loading...
Spacenews-ი პეკინზე მომხდარი ინციდენტის ახალ, ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, რომელზეც გამოკვეთილად ჩანს, თუ როგორ დაუსვა ბასრი საგანი ახალგაზრდა ქალმა ქუჩაში მშობლებთან ერთად მიმავალ პატარა ბიჭუნას.

ქალს შავი მაისური და ღია ფერის შარვალი აცვია. ბავშვზე თავდასხმის შემდეგ ის გზას აგრძელებს, შემდეგ ბრუნდება და ცდილობს იგივე გაუკეთოს მის ტყუპისცალს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პეკინის ქუჩაზე მიმავალ ოჯახთან გამვლელი უცნობი ქალი შეჩერდა და 3 წლის ბიჭს ცივი იარაღით სახეზე დაზიანება მიაყენა.

ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

loading...