არა, არა, გინება არ იქნება, არა! - ნოდარ მელაძე ნიკა გვარამიას (ვიდეო)

image
  • 1 893
ტელეკომპანია „იბერიის“ ეზოდან Live-ის დროს, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ შემადგენლობა წარადგინა. რა თქმა უნდა, პირველად მისი კამერა ნოდარ მელაძესთან შეჩერდა. ჩართვის დროს მელაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იქნება საინფორმაციო გამოშვებები ახალ არხზე.

ნოდარ მელაძე: ზუსტად ისეთივე მაგარი საინფორმაციო გამოშვებები გვექნება...

ნიკა გვარამია: არა ზუსტად ისეთივე მაგარი აღარ გვაწყობს, უფრო მაგარი გვინდა.

ნოდარ მელაძე: ... როგორსაც მიჩვეული არის ჩვენგან. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ისევ თავისუფლების ტერიტორია, თავისუფალი ჟურნალისტების ერთობა.

ნიკა გვარამია: ედიტორიალი რა არის? რას ვაწვებით? პროდასავლელებმა მოუგონ ბიძინას? ეგ არის ამბავი?

ნოდარ მელაძე: ედიტორიალი არის...

ნიკა გვარამია: ახლა ნეიტრალურიო არ მითხრა, თორემ პირდაპირ ვხტები ფანჯრიდან.

ნოდარ მელაძე: ნუ ერევი ჩემი გამოხატვის თავისუფლებაში...

ნიკა გვარამია: მოიცა ახლა, ედიტორიალი ერთად უნდა განვსაზღვროთ. შენი საქმე არის კვადრატში თავისუფლად მოძრაობა.

ნოდარ მელაძე: ჩვენი ედიტორიალი არის პროდასავლური მედია, კრიტიკული, სადაც ისმის ყველას ხმა, ყველა კრიტიკული ხმა, სადაც არის ბევრი საუბარი ადამიანის პრობლემებზე, თქვენს პრობლემებზე, რაც თქვენს ცხოვრებაზე აისახება. ისევ ვიპოვნით, ისევ მოვძებნით...

ნიკა გვარამია: შაბათის კურიერის ანონსია, ხო?.. პოლიტიკური ამბავი მითხარი, რა - ბიძინა ივანიშვილი წავა, თუ ვერ წავა? მაგას შეუწყობთ ხელს, თუ არა?
loading...
ნოდარ მელაძე: ამას განდაწყვეტს საზოგადოება...

ნიკა გვარამია: ეგზიტპოლი იქნება, ძმაო, არჩევნებზე?.. მე გეუბნებით, რომ ექნება! ვერ ეღირსებით!

ნოდარ მელაძე: ყველა კურიერში იქნება დაინტეგრირებული ისეთი რეპორტაჟები, რომელსაც ყოველ შაბათს ელოდა მაყურებელი...

ნიკა გვარამია: ჰიჩკოკური შაბათის კურიერი რატომ არ გვექნება? თქვენ მოეტ... დედის ტრ...-ი ხვა!- აი ეგეთი შაბათის კურიერი...

ნოდარ მელაძე: არა, არა გინებას არ ვართ, არა!“

ნიკა გვარამიამ დღეს დაადასტურა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემებერს ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს.

loading...