"როცა ეს ამბავი წავიკითხე გავსკდი ტირილით... დღეს დილით გადავწყვიტე მივსულიყავი ამ ბებოსთან და იცით რა მოხდა სინამდვილეში... აი ყველაზე რთულად წარმოსადგენი რაცაა ის მოხდა"

image
  • 15 008
გუშინ ყველა მოვკვდით სირცხვილით და გავსკდით ღრიალით, როცა პამიდორ გადაყრილი ბებო ვიხილეთ, რომელსაც „საზიზღარმა მერიის თანამშრომელმა“ გარე ვაჭრობის აკრძალვის მიზნით ქუჩაში პროდუქტი გადაუყარა.
ამ ინფორმაციაზე მეც ვიტირებდი, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო სიმართლესთან. სინამდვილეში რა მოხდა? (ჩავედი „კეჩის“ ბაზართან და თვითონ გავესაუბრე იმ ბებოსაც და მის კოლეგა გარე მოვაჭრეებსაც) ამ ქალბატონს, ასევე იქვე მყოფმა გარე მოვაჭრეებმა მოსთხოვეს დაეტოვებინა ადგილი, იმ მიზეზით, რომ „ ეს ჩემი ადგილია და აქ ნუ ვაჭრობო“. ამტყდარა ჩხუბი, არც ჩვენი ბებო ყოფილა ჯაბანი და დააყარეს ერთმანეთს. ბოლოში კი ეს პომიდორი თავად მოიფრიალა ქალბატონმა. ანუ რა ხდება? უკანონო გარე ვაჭრობის ფაქტი გვაქვს, ერთმანეთთან იჩხუბეს და ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ამბავი „საზიზღარმა მერიის თანამშრომელმა“ ჩაიდინა.
ახლა ყველამ ცრემლები შეიშვრეთ და გვიპასუხეთ, ვისაც არ ეზარებოდა ყველამ, რომ დააჯვა არარსებულ მერიის თანამშრომელს არ გიტყდებათ? მით უფრო იმ მედიებს, რომლებმაც ხბოს აღტკინებით აიტაცეთ ეს ინფორმაცია და არც გადაამოწმეთ.
ძაან ტეხავს რაა...
loading...

loading...

მსგავსი სიალხებეი